"ი-სპეისი | E-Space" აცხადებს ვაკანსიას: ბიზნეს განვითარების მენეჯერი
კომპანიის შესახებ
შპს "ი-სპეისი" ელექტრომობილების დამტენი სადგურების ქსელის ოპერატორი კომპანიაა, რომლის მისია არის საქართველოში ელექტრომობილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის და სერვისების შექმნა და განვითარება, ასევე ჭკვიანი ტექნოლოგიების დანერგვა.
დამატებითი ინფორმაცია: https://e-space.ge/
ვეძებთ აქტიურ და შედეგზე ორიენტირებულ კანდიდატს, რომელიც გააძლიერებს ი-სპეის-ის კომერციულ განვითარებას და პარტნიორთა ბაზის გაფართოებას.
ძირითადი პირობები:
** განაცხადის ვადა: 30 ივლისი — 30 აგვისტო, 2026
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი: 10:00-18:00, კვირაში 5 დღე (შ-კ დასვენება)
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ზურაბ & თეიმურაზ ზალდასტანიშვილების ქ. #16
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
** ანაზღაურება 1800 ₾ (Net) + ბონუსი გაყიდვებიდან
ფუნქცია-მოვალეობები:
** პოტენციური B2B კლიენტების პროაქტიული მოძიება და კომუნიკაცია ი-სპეის-ის გადაწყვეტილებების შეთავაზების მიზნით (სასტუმროები, ბანკები, საცალო ვაჭრობა, აგს-ები და სხვ.).
** არსებულ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაციის შენარჩუნება, ურთიერთობების განვითარება და დამატებითი სერვისების შეთავაზება.
** ოფისში მოსული ბიზნეს კლიენტების კონსულტაცია და გაყიდვების პროცესის წარმართვა პირველადი კონტაქტიდან გარიგების დასრულებამდე.
** პოტენციურ კლიენტებთან ფიზიკური ან ონლაინ შეხვედრების ჩატარება.
** მარტივი კომერციული შეთავაზებების მომზადება — ფასები, პაკეტები, ერთგვერდიანი სარეზიუმე.
** კონტრაქტების გაგზავნა, მიღება და მართვა მენეჯმენტთან კოორდინაციით.
** CRM სისტემის წარმოება — ლიდების, ფოლო-აპების და გარიგებების სტატუსების განახლებული აღრიცხვა.
** აქტიურ გარიგებებზე ვადების კონტროლი და პროცესის წარმართვა.
** ონლაინ ტენდერ პლატფორმებისა და შესყიდვების პორტალების მონიტორინგი; რელევანტური შესაძლებლობების გამოვლენა.
** დარგობრივ ღონისძიებებსა და გამოფენებში მონაწილეობა.
** ბაზრის გაფართოების შესაძლებლობების კვლევა — ახალი ქალაქები, სექტორები, პარტნიორთა კატეგორიები.
** განხორციელებული გაყიდვების ასახვა შესაბამის პროგრამაში და ყოველთვიური ანგარიშის წარდგენა დირექტორისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სამუშაო გამოცდილება — გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; სასურველია B2B
კომპეტენცია და უნარები:
** მოლაპარაკებისა და გაყიდვების ძლიერი უნარები
** სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა
** ქართულ ენაზე წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის მაღალი დონე
** MS Office (Word, Excel) — კარგი დონე
** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
** ანალიტიკური და კრეატიული აზროვნება
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა
** პრობლემების სწრაფი გადაჭრის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV): admin@e-space.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება — წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
|