Робота для біженців з України
ხარჯთაღმრიცხველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: აქსჯი
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
შპს "აქსჯი" აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.

პოზიციის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო პროექტების/არქიტექტურული ნახაზების ანალიზი და მოცულობების ამოღება.
** სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის (ხარჯთაღრიცხვის უწყისის) მომზადება.
** მასალების, ტექნიკის, სამუშაო ძალისა და დამატებითი რესურსების საბაზრო ფასების კვლევა და მონიტორინგი.
** ფაქტობრივი და გეგმური ხარჯების შედარებითი ანალიზი პროექტის მიმდინარეობისას.
** მომწოდებლებთან და ქვეკონტრაქტორებთან კომუნიკაცია ფასწარმოქმნის საკითხებზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან ეკონომიკური მიმართულებით.
** სამშენებლო სფეროში ხარჯთაღმრიცხველად მუშაობის მინიმუმ [2]-წლიანი გამოცდილება.
** სამშენებლო ტექნოლოგიების, მასალებისა და სამუშაო პროცესების საფუძვლიანი ცოდნა.
** პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა: MS Excel (სავალდებულო), AutoCAD (ნახაზებიდან მოცულობების ამოღებისთვის) (სასურველია).
** სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** ანალიტიკური აზროვნება და ციფრებთან მუშაობის უნარი.
** დროის ეფექტურად მართვისა და შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი.
** გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: axgi.g85@gmail.com

საკონტაქტო: 551309050
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე