"გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: საქართველო, ქ. თბილისი, საბურთალოს ტერიტორია (ბიზნეს ცენტრი).
სამუშაო განაკვეთი: სრული სამუშაო განაკვეთი. ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00სთ (დისტანციური მუშაობა არ განიხილება)
ანაზღაურება: 1500 ლარი ხელზე + ულიმიტო სასაუბრო დრო.
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (გამოსაცდელი ვადა ანაზღაურებადია სრულად) გამოსაცდელი ვადის შემდეგ ანაზღაურება 2000 ლარი (ხელზე ასაღები) + ულიმიტო სასაუბრო დრო + ჯანმრთელობის დაზღვევა.
დამსაქმებელი კომპანიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდზე https://www.zlf.com.ge/ ასევე Facebook გვერდზე : Giorgi Zarnadze Law Firm . TikTok: Giorgi Zarnadze Law Firm
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის თანამშრომლების საკანცელარიო თუ სხვა სამუშაოსთვის აუცილებელი ინვენტარით დროული მომარაგება.
** გასული და შემოსული წერილების კონტროლი
** კომპანიის სტუმართა მიღება/დახვედრის პროცესის მართვა - დახვედრა (მძღოლის/კურიერის კოორდინაცია), სასტუმროს დაჯავშნა, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და ა.შ.)
** შეხვედრების დაგეგმვა და მართვა;
** დირექტორატის შეხვედრების ორგანიზება;
** კორპორაციული ფოსტის მართვა (თანამშრომელთა მოთხოვნის შესაბამისად, ფოსტის გამოძახება და ამანათის გადაცემა, შესრულების კონტროლი);
** ოფისში შემოსულ ზარებსა და ელფოსტაზე პასუხი და შესაბამისი გადამისამართება;
** გასაუბრებაზე დასაბარებელ კანდიდატებთან სატელეფონო კომუნიკაციის წარმოება;
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი (სავალდებულოა)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა)
** ინგლისური ან რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა (სავალდებულოა)
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: lawfirmofgiorgizarnadze@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას.
|