"EcoWorm.ge" აწარმოებს ცოცხალ საკვებ მწერებს - რეპტილიებისთვის, თევზების და ფრინველებისთვის.
ვეძებთ პასუხისმგებლობიან და ცხოველების მოყვარულ თანამშრომელს, რომელიც ჩვენს გუნდს შეუერთდება.
ძირითადი მოვალეობები:
** მწერების და სხვა ცხოველების მოვლა: ჰიგიენის შენარჩუნება და საკვების მიცემა;
** ონლაინ შეკვეთების მომზადება, შეფუთვა და გადაზიდვისთვის გამზადება;
მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** სასურველია მწერების ან სხვა მცირე ზომის ცხოველების მოვლის გამოცდილება (თუნდაც შინაური ცხოველების);
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება სასურველია, თუმცა არა სავალდებულო - საჭირო უნარებს ადგილზე შეგასწავლით.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** სწავლებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** სამუშაო განრიგი: ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი 10:00- 15:00;
სამუშაოს დაწყების პერიოდი 1 სექტემბერი.
სამუშაო ადგილი: თბილისი, გ. ისაკაძის 17
თუ გიყვართ ცხოველები და გსურთ საინტერესო და განსხვავებულ სფეროში მუშაობა, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტით: giorgi.chaladze@gmail.com
|