Робота для біженців з України
აკადემიური თანამდებობები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აკადემიური თანამდებობები
მომწოდებელი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
თანდართული ფაილი: 741556_Attachments_5465465.zip
შპს "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი" 2026 წლის 31 ივლისისდან აცხადებს ღია კონკურსს ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგი მიმართულებით:

** ბიზნესის ადმინისტრირება - ფინანსები (სწავლების ენა - ქართული და ინგლისური): ასოცირებული პროფესორი - 2 ვაკანსია (აკადემიური და პროფესიული ნიშნით)
** ბიზნესის ადმინისტრირება - მარკეტინგი (სწავლების ენა - ქართული და ინგლისური): ასოცირებული პროფესორი - 2 ვაკანსია (აკადემიური და პროფესიული ნიშნით)
** ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტი (სწავლების ენა - ქართული და ინგლისური): ასოცირებული პროფესორი - 2 ვაკანსია (აკადემიური და პროფესიული ნიშნით)
** ბიზნესის ადმინისტრირება - საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი (სწავლების ენა - ქართული და ინგლისური): ასოცირებული პროფესორი - 2 ვაკანსია (აკადემიური და პროფესიული ნიშნით)
** ბიზნესის ადმინისტრირება - ტურიზმი (სწავლების ენა - ქართული და ინგლისური): ასოცირებული პროფესორი - 2 ვაკანსია (აკადემიური და პროფესიული ნიშნით)
** ეკონომიკა (სწავლების ენა - ქართული და ინგლისური): ასოცირებული პროფესორი - 2 ვაკანსია (აკადემიური და პროფესიული ნიშნით)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს საკონკურსო ვაკანსიაზე მოთხოვნილი შესაბამისობა, ქვემოთ მოყვანილ კრიტერიუმებთან:

ასოცირებული პროფესორი - აკადემიური ნიშნით

** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი შესაბამის მიმართულებაში/დარგში;
** არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
** კადემიური საქმიანობის ხედვა;
** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა;
** სწავლების შესაბამისი ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე. (ინგლისურენოვან პროგრამაზე).

ასოცირებული პროფესორი - პროფესიული ნიშნით

** არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** არანაკლებ 5 (ხუთი) წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში, წამყვან თანამდებობაზე პრაქტიულ მოღვაწეობასთან.
** სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
** აკადემიური საქმიანობის ხედვა;
** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა;
** ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ინგლისურენოვან პროგრამაზე).

თუ კონკრეტულ აკადემიურ თანამდებობაზე ძირითადი საკონკურსო კრიტერიუმებით შერჩეულ კონკურსანტთა რაოდენობა გადააჭარბებს საკონკურსო ვაკანსიების რაოდენობას, გამარჯვებულთა შესარჩევად გამოყენებული იქნება შემდეგი დამატებითი კრიტერიუმები:

** შესაბამის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები;
** პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
** ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლა/სწავლების გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საერთაშორისო ორგანიზაციის სტრუქტურებში/პროექტებში საქმიანობის გამოცდილება.

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

** განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი ფორმის შესაბამისად (მიუთითეთ მხოლოდ ერთი პოზიცია/მიმართულება) (იხ. დანართი);
** კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმით (იხ. დანართი);
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** მიღებული განათლების/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტის ასლი (უცხოეთში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
** სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ან/და შესაბამისი მიმართულებით პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები;
** აკადემიური საქმიანობის ხედვა;
** პუბლიკაციები (ივსება საკონკურსო ანკეტაში);
** შესაბამისი პროგრამის შემადგენელი/შეთავაზებული სასწავლო კურსის სილაბუსები;
** ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ";
** ცნობა "უფლების ჩამორთმევის შესახებ" (საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმება/საქმიანობა ეკრძალება სქესობრივი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევ პირს ან/და სასამართლოს მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლებაჩამორთმეულ პირს);
** ინგლისური ენის (მინიმუმ B2) დონის შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ინგლისურენოვან პროგრამაზე).

ინგლისური ენის კომპეტენცია კონკურსანტს დადასტურებულად ჩაითვლება ერთ-ერთ ქვემოთ მითითებულ შემთხვევაში:

** შესაბამის ენაზე მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში;
** შესაბამის ენაზე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის/სასწავლო კურსის სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში;
** ენობრივი კომპეტენციის ფლობის საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში, რომელიც ადასტურებს კონკურსანტის მიერ შესაბამისი ენის არანაკლებ B2 დონეზე ფლობას.

B2 დონის ენობრივი კომპეტენციის ფლობის დამადასტურებელ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატად მიიჩნევა ერთ-ერთი შემდეგი: Cambridge English First (FCE) ; BEC Vantage; IELTS 5, 5; TOEFL iBT 87-109; Michigan ECCE; PTE General Level 3; PTE Academic 59-75;Trinity ISE II; UNIcert; EnglishScore.

აკადემიური კონკურსის მონაწილე, რომელიც ვერ დაადასტურებს ენობრივ კომპეტენციას ვალდებულია კომისიის წინაშე ჩატაროს საჩვენებელი ლექცია ინგლისურ ენაზე ან ჩააბაროს ენობრივი კომპეტენციის ტესტირება უნივერსიტეტის მიერ მომზადებული საგამოცდო ტესტის მეშვეობით. ტესტის საკითხები და კომპეტენციის ზღვარი განისაზღვრება უნივერსიტეტის მიერ.

საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდება ელექტრონული ფორმით უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@ibsu.edu.ge - სათაურის ველში (subject) უნდა მიუთითოთ შესაბამისი მიმართულება და აკადემიური თანამდებობა (გთხოვთ, მიუთითოთ მხოლოდ ერთი პოზიცია/მიმართულება). ასევე, შესაძლებელია დოკუმენტაციის მატერიალური ფორმით წარდგენა უნივერსიტეტში, მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. #2, ოთახი №213. საკონტაქტო ტელ.: +995 322 800 064

უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცადეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. კონკურსანტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მისი პერსონალური მონაცემები უნივერსიტეტის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მიღებისას, კონკურსანტის მიერ უნივერსიტეტთან აფილირებაზე წინასწარ გაცხადებული თანხმობა, საკონკურსო კომისიის მიერ, თანაბარი მონაცემების მქონე კანდიდატთა შერჩევისას, შესაძლოა მიჩნეული იქნას კონკურსანტებს შორის უპირატესობის მინიჭების საფუძველად და არ უნდა იქნას აღქმული რაიმე სახის დისკრიმინაციად. ამავდროულად, წინასწარი თანხმობა აფილირების შესახებ არ ნიშნავს აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის გარანტიას.

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად);
2. ინგლისური ენის ტესტირება (საჭიროების შემთხვევაში);
3. შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება და საჩვენებელი ლექციის ჩატარება (დრო გეცნობებათ პირადად).

კონკურსის ვადები:

** საკონკურსო დოკუმენტების მიღება: 2026 წლის 1 სექტემბრიდან 4 სექტემბრის ჩათვლით;
** კონკურსის პირველი ეტაპი/საბუთების გადარჩევა: 2026 წლის 8 სექტემბერი;
** კონკურსის მეორე ეტაპი/ინგლისური ენის ტესტი: 2026 წლის 10 სექტემბერი;
** კონკურსის მესამე ეტაპი/გასაუბრება: 2026 წლის 11 სექტემბერი;
** საჩვენებელი ლექცია: 2026 წლის 14 სექტემბერი;
** კონკურსის პირველადი შედეგების გამოქვეყნება: 2026 წლის 15 სექტემბერი;
** აპელაციების/საჩივრების მიღება: 2026 წლის 16 სექტემბერი;
** აპელაციების/საჩივრების განხილვა: 2026 წლის 17 სექტემბერი;
** კონკურსის საბოლოო შედეგების გამოქვეყნება: 2026 წლის 18 სექტემბერი;

კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება უნივერსიტეტი ოფიციალურ ვებგვერდზე: https://www.ibsu.edu.ge

გისურვებთ წარმატებებს!

დანართები:

კონკურსანტის განცხადება
კონკურსანტის ანკეტა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე