Робота для біженців з України
ბარისტა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარისტა
მომწოდებელი: მეამა ქოლექთ ფრენშაიზი
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
"მეამას ფრენშაიზი" თავის გუნდში იწვევს აქტიურ და მოტივირებულ კანდიდატებს ბარისტას პოზიციაზე . ვეძებთ ახალგაზრდებს, რომლებსაც აინტერესებთ მრავალფეროვან პროდუქტებთან მუშაობა და უყვართ ხალხთან კომუნიკაცია.

მეამა ფრენშაიზი არის ახალი კონცეფციის ყავის ობიექტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს, როგორც "მეამას" კაფსულის უნიკალურ გემოებს, ასევე ყავაზე და ჩაიზე დაფუძნებულ სხვადასხვა კოქტეილს.

თბილისის ფილიალების მასშტაბით, ჩვენს მეგობრულ გუნდში ვეძებთ თანამშრომლებს.

სამუშაო განაკვეთი: სრული (შესაძლებელია ნახევარ განაკვეთზე მუშაობაც)
ლოკაცია: თბილისი, ვეკუას 1

მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** ცხელი და ცივი ყავის/ჩაის სხვადასხვა სახეობის სასმლის მომზადება;
** "მეამას" პროდუქტების დეტალური ცოდნა და მომხმარებლისთვის სასურველი პროდუქტის შერჩევა;
** სალარო ოპერაციების პროგრამული გატარება;
** სამუშაო გარემოში ჰიგიენური ნორმების დაცვა.

საბოლოო ეტაპზე შერჩეული კანდიდატები გაივლიან პროფესიული გადამზადებას "მეამას" პროდუქტების და მუშაობის სტანდარტების შესაბამისად.

მოთხოვნები:

** მნიშვნელოვანია კანდიდატს ჰქონდეს გამართული და დამაჯერებელი მეტყველების უნარი;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** ორგანიზებული და პუნქტუალური;
** საბაზისო დონეზე საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ბარისტად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელმისამართზე: Corporate-Finders@outlook.com

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ბარისტა".

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე. გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე