Робота для біженців з України
ჰოსტესი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჰოსტესი
მომწოდებელი: გემოგრაფია
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
რესტორანი "გემოგრაფია" აცხადებს ვაკანსიას ჰოსტესის / Guest Promoter-ის პოზიციაზე.

თუ ხარ კომუნიკაბელური, ენერგიული და გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, შემოგვიერთდი ჩვენს გუნდში.

ძირითადი მოვალეობები:

** რესტორნის შესასვლელთან სტუმრების მეგობრულად დახვედრა;
** გამვლელებისთვის რესტორნის, მენიუსა და მიმდინარე შეთავაზებების გაცნობა;
** სტუმრების რესტორანში მოწვევა;
** მენიუსა და მომსახურების შესახებ პირველადი ინფორმაციის მიწოდება;
** სტუმრებთან თავაზიანი და პროფესიონალური კომუნიკაცია;
** რესტორნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენა.

მოთხოვნები:

** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** ენერგიულობა, ღიმილიანი და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოწესრიგებული გარეგნობა;
** უცხო ენების ცოდნა;
** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელიც ფლობს ორ ან მეტ უცხო ენას;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები

** სამუშაო გრაფიკი: 10-საათიანი ცვლა;
** ანაზღაურება: 100 ლარი დღეში;
** სტაბილური სამუშაო გარემო;
** მეგობრული გუნდი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ელ ფოსტაზე: info@gemography.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 558698701
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე