Робота для біженців з України
ნავთობპროდუქტების დეპარტამენტის საოპერაციო კოორდინატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ნავთობპროდუქტების დეპარტამენტის საოპერაციო კოორდინატორი
მომწოდებელი: SGS Georgia
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
"SGS Georgia" აცხადებს ვაკანსიას ნავთობპროდუქტების დეპარტამენტის საოპერაციო კოორდინატორის თანამდებობაზე.

დასაქმების განაკვეთი: სრული
ლოკაცია: ბათუმი

ძირითადი თანამდებობრივი მოვალეობები:

** დამკვეთისგან შემოსული ტვირთების ინსპექტირების შეკვეთის სრული დამუშავება და შედეგების დროული რეპორტინგი;
** ნავთობპროდუქტების დეპარტამენტის ტვირთების შემოწმების (ინსპექტირების) საქმიანობის შესწავლა;
** ტვირთების ინსპექტირების შედეგების სათანადო გაფორმება შესაბამის პროგრამებში
** დამკვეთებთან, ინსპექტორებთან, ლაბორატორიებთან და სხვა ჩართულ მხარეებთან ყოველდღიური კომუნიკაცია;
** საველე ინსპექტირების შედეგების დამუშავებას საოფისე პროგრამების გამოყენებით და დამკვეთთან კომუნიკაციას, რაც გულისხმობს ტვირთების ინსპექტირების შედეგების გაგზავნას საბოლოო სერტიფიკატის სახით;
** დოკუმენტების მართვა და სათანადო დაფაილება;
** ტვირთების ინსპექტირების დაკვეთების მიღება / განაწილება და შესრულების მონიტორინგი;
** ნიმუშების აღების, ტრანსპორტირებისა და ლაბორატორიული ანალიზების პროცესის კოორდინაცია;
** ნავთობპროდუქტების დეპარტამენტისთვის საოპერაციო მხარდაჭერა;
** საველე აუდიტების ჩატარება და ოქმირება;
** კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სავალდებულო ტესტირებებსა და სასწავლო კურსებზე დასწრება;
** მომსახურების ხარისხისა და შეთანხმებული ვადების დაცვის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი (სასურველია ტექნიკური მიმართულებით);
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების გამართული ცოდნა;
** მათემატიკური უნარები.

სხვა უნარები:

** გამართული კომუნიკაცია;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პროაქტიური;
** შრომისმოყვარე და მიზანდასახული;
** ორგანიზაციული უნარები;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: maia.chkhartishviliglonti@sgs.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე