Робота для біженців з України
გარე შემფასებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გარე შემფასებელი
მომწოდებელი: ERIC-GE
გამოქვეყნდა: 30 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
თანდართული ფაილი: 741420_Job_Description___Anouncement_ERIC_GE_6652760.zip
"ERIC-GE" პროექტი აცხადებს ვაკანსიას გარე შემფასებლის პოზიციაზე

ევროკავშირის "Erasmus+" პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი "საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევისა და ინოვაციური შესაძლებლობების გაძლიერება — ERIC-GE" აცხადებს კონკურსს დამოუკიდებელი გარე შემფასებლის შესარჩევად.

გარე შემფასებელი პასუხისმგებელი იქნება პროექტის განხორციელების მიმდინარეობის, შედეგების, ხარისხის, ეფექტიანობის, გავლენისა და მდგრადობის დამოუკიდებელ შეფასებაზე. შეფასება განხორციელდება OECD DAC-ის კრიტერიუმებისა და პროექტის საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნების, ინდიკატორების, შედეგებისა და ეტაპების შესაბამისად.

კანდიდატს უნდა ჰქონდეს პროექტების ან პროგრამების შეფასების შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, უმაღლესი განათლების, კვლევისა და ინოვაციის, ინსტიტუციური განვითარების ან ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება და ინგლისურ ენაზე ანგარიშების მომზადების მაღალი უნარი.

დეტალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები, მოვალეობები, მოსალოდნელი შედეგები და განაცხადის წარდგენის პირობები წარმოდგენილია თანდართულ ინგლისურენოვან დოკუმენტში — "ERIC-GE External Evaluator - Job Description".

განაცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 10 აგვისტო, 18:00 საათი. წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ: "External Evaluator".

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ-ფოსტა: tech@gtu.edu.ge, razmadze.m@gtu.ge

საკონტაქტო პირი: პროექტის კოორდინატორი - პროფ. მარიამ რაზმაძე

გთხოვთ ვაკანსიის პირობები სრულად იხილოთ ინგლისურ ენაზე (დანართი 1).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე