საცხობი 047 ეძებს ორგანიზებულ და დეტალებზე ორიენტირებულ კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს საცალო გაყიდვების პროგრამის გამართულ მუშაობას, ინვენტარიზაციის პროცესების მართვასა და ფილიალების პროგრამულ/ტექნიკურ მხარდაჭერას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** გაყიდვების პროგრამაში ფასების, კალკულაციებისა და ტექნოლოგიური ბარათების შეყვანა, განახლება და სიზუსტის კონტროლი;
** შესყიდვების პროგრამული აღრიცხვა და მონაცემთა გადამოწმება;
** პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება და პროგრამულად ასახვა;
** Glovo-ს პლატფორმაზე მენიუს, ფასებისა და პროდუქციის ხელმისაწვდომობის მართვა;
** კომპიუტერული, პროგრამული და ვიდეოსათვალთვალო სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** თანამშრომლებისთვის ოპერატიული ტექნიკური დახმარების გაწევა;
** პროგრამული, ტექნიკური და ოპერაციული ხარვეზების შესახებ ხელმძღვანელობის დროული ინფორმირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Word, MS Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;
** ციფრებთან და მონაცემებთან ყურადღებით მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა (სავალდებულოა);
** გაყიდვების, საწყობის ან რესტორნის მართვის პროგრამებთან (POS) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები:
** ძირითადი სამუშაო ადგილი: ბათუმი (პერიოდული მივლინებებით ქუთაისსა და რუსთავში);
** გამოსაცდელი ვადა: 2 თვე;
** ანაზღაურება გამოსაცდელ პერიოდში: 1500 ლარი;
** ანაზღაურება შტატში აყვანის შემდეგ: შეთანხმებით.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე/CV ელექტრონულ მისამართზე - 047.bakery@gmail.com და დანიშნულების ველში მიუთითოთ `გაყიდვების პროგრამისა და ინვენტარიზაციის მენეჯერი`.
ვაკანსიასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: +995 599 52 51 25
|