არქიტექტურული სტუდია "ქომ ჰაივ" (https://www.instagram.com/komhive/) აცხადებს ვაკანსიას ინტერიერის დიზაინერისა და უმცროსი არქიტექტორის პოზიციებზე.
ინტერიერის დიზაინერი - ძირითადი მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 3-წლიანი პროფესიული გამოცდილება ინტერიერის დიზაინის სფეროში.
** რეალიზებული პროექტები (სავალდებულო): აუცილებელია უკვე განხორციელებული / რეალიზებული პროექტების წარმოდგენა (ფოტო/ვიდეო მასალა).
** პორტფოლიო: წარმოდგენილ პორტფოლიოში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი თითოეულ პროექტში თქვენი კონკრეტული როლი, ჩართულობის ხარისხი და სამუშაო გამოცდილება.
პროგრამული უნარები:
** SketchUp-ის პროფესიონალურ დონეზე ცოდნა;
** მაღალი ხარისხის 3D ვიზუალიზაციის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
** ინტერიერის დიზაინ-პროექტების კონცეფციის შემუშავება;
** პრეზენტაციების მომზადება პროექტის ფაზების განვითარების შესაბამისად;
** მაღალი ხარისხის 3D რენდერების მომზადება;
** პროექტის რეალიზაციის პროცესში ჩართულობა და დეტალების დამუშავება;
** დეტალური მუშა დოკუმენტაციის მომზადების უნარი ჩაითვლება უპირატესობად.
უმცროსი არქიტექტორი - ძირითადი მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება არქიტექტურის მიმართულებით.
** პროექტების მასშტაბი: აუცილებელია საზოგადოებრივი სივრცეების (Public Spaces) დაპროექტების გამოცდილება, რომელთა ფართობიც შეადგენს არანაკლებ 3, 000+ კვ.მ-ს.
** პროგრამული უნარები (სავალდებულო): Autodesk Revit-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
** არქიტექტორთა გუნდთან ერთად მსხვილმასშტაბიან პროექტებზე მუშაობა;
** Revit-ში არქიტექტურული მოდელების, ნახაზებისა და სამუშაო დოკუმენტაციის მომზადება;
** პროექტის სხვადასხვა ეტაპზე ტექნიკური დავალებების შესრულება.
სამუშაო პირობები:
** განაკვეთი: სრული (9:00-6:00 ან 10:00-7:00)
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ფალიაშვილის 90
** ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.
განაცხადის მიღების წესი:
დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ თქვენი CV, პორტფოლიო, სამოტივაციო და ორი სარეკომენდაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე 15 აგვისტოს ჩათვლით: info@komhive.com
გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება (მაგ.: "Interior Designer" ან "Junior Architect").
|