Робота для біженців з України
საწყობის საოპერაციო ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის საოპერაციო ასისტენტი
მომწოდებელი: ლოგისტიკური კომპანია
გამოქვეყნდა: 30 ივლისი / ბოლო ვადა: 30 აგვისტო
ჩვენ ვართ დინამიკური ლოგისტიკური კომპანია.

ვეძებთ მოქნილ, ენერგიულ და მულტიფუნქციურ გუნდის წევრს საწყობის საოპერაციო ასისტენტის პოზიციაზე.

ეს არის კომბინირებული როლი, რომელიც მოიცავს როგორც სასაწყობო პროცესების ფიზიკურ მართვას, ისე საოფისე/სისტემურ ოპერაციებსა და პრობლემური ქეისების მოგვარებას.

პირობები, გრაფიკი და ლოკაცია:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე, ცვალებადი გრაფიკით ტვირთის ჩამოსვლის შესაბამისად (კვირაში 40 საათი);
** ძირითადი სამუშაო ლოკაცია: კახეთის გზატკეცილი 33ა;
** მნიშვნელოვანი ნიუანსი: ამანათების გატანის დღეებში შესაძლოა მუშაობა აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიის საწყობში;
** ანაზღაურება: 1200-1500 ლარი (კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად).

ძირითადი მოვალეობები: კომპანიის ყოველდღიური საჭიროებებიდან გამომდინარე, თქვენი მოვალეობები გადანაწილდება როგორც საწყობის, ისე ოფისის მიმართულებით:

** სასაწყობო ოპერაციები: ამანათების მიღება, სორტირება/დახარისხება და მომხმარებლებზე გაცემა;
** მობრუნებული ამანათების მართვა: უკან დაბრუნებული (Return) გზავნილების მიღება, სისტემური აღრიცხვა და შემდგომი პროცესინგი;
** სისტემური კორექტირება: არასწორად მონიშნული/მისამართებული ზონების იდენტიფიცირება და ბაზაში მათი გასწორება;
** პრობლემური ამანათების მოგვარება: გაჭედილი ან პრობლემური გზავნილების დროული მოძიება და შიდა საოპერაციო საკითხების მოგვარება;
** კურიერების მხარდაჭერა და დისპეტჩერიზაცია: კურიერებთან მუდმივი კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის საწყობიდან ამანათების გატანის/გაცემის პროცესში აქტიური ჩართვა;
** მიმდინარე საოფისე დავალებები: საქმის დატვირთვიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული და საოფისე დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომპიუტერული პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ის) სამუშაო დონეზე ფლობა (მონაცემების ბაზაში შესაყვანად);
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);
** ლოგისტიკის სფეროში, საწყობში ან მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები (რასაც ყველაზე მეტად ვაფასებთ):

** მაქსიმალური მულტიფუნქციურობა და მოქნილობა: მზაობა, რომ დღის განმავლობაში შეათავსოს როგორც ფიზიკური მუშაობა საწყობში, ისე საოფისე/სისტემური საქმე კომპიუტერთან;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე (განსაკუთრებით ზონების გასწორებისა და აღრიცხვის დროს);
** სტრესულ და სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობისა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი (კურიერებთან და გუნდთან სამუშაოდ).

რას გთავაზობთ ჩვენ:

** დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** ლოგისტიკის, საწყობის მენეჯმენტისა და back-office-ის ოპერაციების მრავალმხრივი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას;
** კარიერული ზრდის პერსპექტივას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე vacancygoldenway@gmail.com

გთხოვთ, წერილის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება "საწყობის საოპერაციო ასისტენტი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე