ღვინის ბარი "საძველე" აცხადებს ვაკანსიას სომელიეს/მიმტანის პოზიციაზე.
ლოკაცია: ღვინის ქარხანა N1, თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1, 100 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსები
ჩვენს შესახებ:
Wine Bar "საძველე" არის ადგილი, სადაც ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია თანამედროვე სტუმარმასპინძლობას ერწყმის. ჩვენი მისიაა, თითოეულ სტუმარს შევუქმნათ გამორჩეული გამოცდილება, გავაცნოთ ქართული ღვინის კულტურა და შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხის მომსახურება.
თუ გიყვართ ღვინო, სიამოვნებას განიჭებთ ადამიანებთან ურთიერთობა და გსურთ გახდეთ პროფესიონალური გუნდის წევრი, გიწვევთ შემოუერთდეთ "საძველეს".
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** სტუმრების პროფესიონალური და მაღალი სტანდარტით მომსახურება;
** ღვინის ასორტიმენტის, ისტორიისა და მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა;
** სტუმრებისთვის ღვინისა და კერძების შეხამების რეკომენდაციების გაცემა;
** ინდივიდუალური და ჯგუფური ღვინის დეგუსტაციების ჩატარება;
** ღვინის სწორი შენახვისა და სერვირების სტანდარტების დაცვა;
** ღვინის მარაგების კონტროლი და ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
** სამუშაო სივრცის, ინვენტარისა და ჰიგიენური სტანდარტების დაცვა;
** გუნდის სხვა წევრებთან ეფექტური თანამშრომლობა.
ჩვენ ვეძებთ კანდიდატს, რომელსაც აქვს:
** სტუმარმასპინძლობის სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ღვინის სფეროს მიმართ ინტერესი და განვითარების სურვილი;
** ძლიერი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პოზიტიური დამოკიდებულება და გუნდური მუშაობის უნარი;
** ქართული ენის თავისუფლად ცოდნა;
** ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: თვეში 20-22 სამუშაო დღე;
** სამუშაო დრო: 9 საათი დღეში;
** დასვენება: თვეში 8-10 დღე;
** ანაზღაურება: 1, 100 ლარი (ხელზე ასაღები);
** დამატებითი ბონუსები: დეგუსტაციებისა და მასშტაბური ღონისძიებების წარმატებით ჩატარებისთვის.
რას გთავაზობთ:
** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** ღვინის სფეროში ცოდნის გაღრმავებასა და პრაქტიკულ გამოცდილებას;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** მუშაობას ერთ-ერთ გამორჩეულ ღვინის სივრცეში, ისტორიულ ღვინის ქარხანა N1-ში.
თუ ფიქრობთ, რომ ეს პოზიცია თქვენთვისაა
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელფოსტის მისამართზე: alekosulukhia@gmail.com
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 598 444 646
|