ვეძებთ პასუხისმგებლობიან და მოტივირებულ მძღოლ-დისტრიბუტორს, რომელიც ჩაერთვება თბილისის სავაჭრო ობიექტების მომარაგებაში.
სამუშაო გრაფიკი:
** სამუშაო დღეები: სამშაბათი და შაბათი.
** ამ ეტაპზე დღეში საშუალოდ 10-მდე ობიექტის მომარაგება.
** ქსელის გაფართოებასთან ერთად ობიექტების რაოდენობა გაიზრდება.
ანაზღაურება: 100 ლარი სამუშაო დღეზე.
კომპანია უზრუნველყოფს:
** ავტომობილს;
** საწვავს.
თუ თანამშრომელი შეძლებს ახალი ობიექტების დამატებას და რეალიზაციის ზრდას, ანაზღაურება ავტომატურად გაიზრდება შედეგების შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები:
** მაცივარში მომზადებული პროდუქციის (ყველისა და რძის პროდუქტების) მიღება.
** შეკვეთების ფურცლის მიხედვით პროდუქციის გადანაწილება.
** შეკვეთების მომზადება და პროდუქციის სწორად დაკომპლექტება.
** ავტომობილის სწორად და უსაფრთხოდ დატვირთვა.
** პროდუქციის დროული და უსაფრთხო მიწოდება თბილისის სავაჭრო ობიექტებში.
** პროდუქციის გადაცემა შეკვეთის შესაბამისად და პასუხისმგებლობა ჩაბარებულ ტვირთზე.
** საწყობის მოწესრიგება და პროდუქციის სწორად განთავსება.
** სამუშაო ადგილისა და მაცივრის სისუფთავისა და წესრიგის მუდმივი დაცვა.
** კომპანიის ავტომობილის სისუფთავისა და მოწესრიგებული მდგომარეობის შენარჩუნება.
მოთხოვნები:
** B კატეგორიის მართვის მოწმობა.
** მექანიკური გადაცემათა კოლოფის მართვის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება (სადაზღვევო კომპანიის მოთხოვნის შესაბამისად).
** პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა.
** მომხმარებელთან კომუნიკაციის უნარი.
** ფიზიკური დატვირთვისთვის მზადყოფნა.
** პროდუქციის მიმართ სიფრთხილე და მოწესრიგებულობა.
განაცხადის გამოგზავნა:
** CV გამოაგზავნეთ: lori.rachuli@gmail.com
** საკონტაქტო ნომერი: 568 68 68 50
|