Робота для біженців з України
სამეურნეო ნაწილის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამეურნეო ნაწილის დამხმარე
მომწოდებელი: ნობლექსი
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / ბოლო ვადა: 29 აგვისტო
კომპანია "ნობლექსი" 2005 წლიდან მოღვაწეობს აგრობიზნესში და წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც თბილისში, ქვ. ქართლსა და კახეთში წარმოდგენილია მაღაზიათა ქსელით "აგროსფერო". "აგროსფერო" არის პირველი სერტიფიცირებული ხორბლის სათესლე მასალის მწარმოებელი კომპანია საქართველოში.

კომპანიის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ:

ვებ.გვერდზე: https://agrosphere.ge/ge/about
ჩვენი ონლაინ მაღაზია: https://agrosphere.ge
Facebook: https://agrosphe.re/facebook
Youtube: https://agrosphe.re/youtube

ჩვენი კომპანია გთავაზობთ სამეურნეო ნაწილის დამხმარის პოზიციაზე მუშაობას.

ძირითადი მოვალეობები:

** ელექტროდაზიანებების აღმოფხვრა;
** დანადგარების, საინჟინრო-კომუნიკაციური სისტემების, ელექტროგაყვანილობის, ტუმბოებისა და სხვა მოწყობილობა-დანადგარების ნაწილების შეცვლა და მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შესრულება;
** სანტექნიკური სამუშაოების შესრულება და სისტემების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** ოფისის ტერიტორიაზე მცირე სარემონტო და სამღებრო სამუშაოების შესრულება;
** ავეჯის, კარ-ფანჯრების, სახურავისა და შენობა-ნაგებობის სხვა ნაწილების დაზიანებების აღმოფხვრა;
** ნათურებისა და სანათების შეცვლა;
** სამეურნეო საწყობის მოვლა, მასალების აღრიცხვა, ასევე სამეურნეო ინვენტარისა და ხელსაწყოების მოვლა-პატრონობა;
** ეზოს სამეურნეო მიმართულებით მოვლა და მოწესრიგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო ან პროფესიული განათლება (ტექნიკური განათლება ჩაითვლება უპირატესობად); ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ელექტრო და სანტექნიკური სამუშაოების შესრულების პრაქტიკული გამოცდილება;
** მცირე სარემონტო და სამღებრო სამუშაოების შესრულების უნარი;
** სხვადასხვა ხელსაწყოსა და ტექნიკური ინვენტარის უსაფრთხოდ გამოყენების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდში მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** შრომის უსაფრთხოების წესების ცოდნა და დაცვა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი.
** სამუშაო საათები: 09:00-18:00
** სამუშაო ადგილი: თბილისი, კახეთის გზატკეცილი 155.
** ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება და ბონუსი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - Hr@noblex.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სამეურნეო ნაწილის დამხმარე"

გაცნობებთ, რომ შ.პ.ს. "ნობლექსი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 თვისა. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე