|
დასახელება:
საქმეთა მწარმოებელი
|
| მომწოდებელი:
სმარტ სოლუშენს
|
|
გამოქვეყნდა: 29 ივლისი
/ ბოლო ვადა: 28 აგვისტო
|
სამშენებლო კომპანია "სმარტ სოლუშენსი" აცხადებს ვაკანსიას საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე.
კომპანიის საქმიანობის სფეროა, ინფრასტრუქტურული და სამოქალაქო მშენებლობები.
სამუშაო ადგილი: საქართველო
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 სთ., ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით
მოვალეობები:
** სამშენებლო ობიექტზე ყოველდღიური სამუშაოების ორგანიზება, მართვა და უშუალო ზედამხედველობა
** მუშახელისა და სპეციალური ტექნიკის ეფექტური გადანაწილება და მათი მუშაობის გაკონტროლება
** სამუშაოების შესრულების ხარისხის, ტექნოლოგიური პროცესებისა და ვადების დაცვის უზრუნველყოფა
** ობიექტზე შრომის უსაფრთხოების, ტექნიკური და სახანძრო ნორმების მკაცრი კონტროლი
** სამშენებლო მასალების რაციონალური გამოყენება და ხარჯვის კონტროლი
** პროექტის მენეჯერთან და ობიექტის ინჟინერთან მჭიდრო თანამშრომლობა, შესრულებული სამუშაოების შესახებ რეგულარული ანგარიშგება
** სამუშაო ნახაზების მიხედვით დავალებების გაცემა და შესრულების გადამოწმება
უნარ-ჩვევები:
** ძლიერი ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარი
** ცვალებად სამშენებლო გარემოში მუშაობის უნარი
** ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
** სწრაფად სწავლისა და ინიციატივის გამოხატვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სამშენებლო/ საინჟინრო მიმართულებით
** მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო/ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე
** სამშენებლო ნახაზების კითხვის უნარი
** სამშენებლო ტექნოლოგიების, მასალებისა და ნორმების სიღრმისეული ცოდნა
** სამშენებლო სპეცტექნიკის მუშაობის სპეციფიკის ცოდნა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2026 წლის 28 აგვისტომდე გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე, შემდეგ ელფოსტის მისამართზე: i.murjikneli@ss.com.ge
გთხოვთ, წერილის შინაარსში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
|
|
|
|