Робота для біженців з України
MEP პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: MEP პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: ანაქსი
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / ბოლო ვადა: 29 აგვისტო
"ANAX" არის საინჟინრო კომპანია, რომელიც ახორციელებს MEP სისტემების (HVAC, ელექტრო, წყალმომარაგება-კანალიზაცია, სახანძრო უსაფრთხოების სისტემები) პროექტირებას, მიწოდებასა და მონტაჟს.

კომპანიის გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ გამოცდილ MEP პროექტების მენეჯერს.

ძირითადი მოვალეობები:

** MEP პროექტების სრული ციკლის მართვა.
** სამუშაო გეგმის, ვადებისა და ბიუჯეტის კონტროლი.
** სამშენებლო მოედანზე სამუშაოების კოორდინაცია.
** საინჟინრო გუნდების, ქვეკონტრაქტორებისა და მომწოდებლების მართვა.
** დამკვეთებთან, ზედამხედველებთან და პროექტირების გუნდებთან ეფექტური კომუნიკაცია.
** შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის კონტროლი პროექტთან, მოქმედ ნორმებსა და საერთაშორისო სტანდარტებთან.
** პროექტის რისკების შეფასება და დროული რეაგირება.
** შესრულებული სამუშაოების ანგარიშგებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საინჟინრო მიმართულებით.
** MEP ან სამშენებლო პროექტების მართვის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება.
** HVAC, ელექტრო, წყალმომარაგება-კანალიზაციისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემების კარგი ცოდნა.
** NFPA, EN, ISO და ადგილობრივი სამშენებლო ნორმების ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.
** AutoCAD-ის ცოდნა (Revit-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).
** MS Office-ის კარგი ცოდნა.
** ინგლისური ენის ცოდნა.
** B კატეგორიის მართვის მოწმობა.

პიროვნული უნარები:

** ლიდერული და ორგანიზაციული უნარები.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი.
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.
** შედეგზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას.
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
** საინტერესო და მასშტაბურ საინჟინრო პროექტებზე მუშაობას.
** პროფესიონალურ გუნდსა და თანამედროვე სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: info@anax.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე