Робота для біженців з України
საოპერაციო მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო მენეჯერი
მომწოდებელი: ანაქსი
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / ბოლო ვადა: 29 აგვისტო
"ANAX" არის საინჟინრო კომპანია, რომელიც საქმიანობს MEP (მექანიკური, ელექტრო, სანტექნიკური), სახანძრო უსაფრთხოების, HVAC და სხვა საინჟინრო სისტემების მიმართულებით.

ვეძებთ გამოცდილ საოპერაციო მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის ყოველდღიური ოპერაციების ეფექტიან მართვას და პროექტების კოორდინაციას.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ყოველდღიური საოპერაციო პროცესების დაგეგმვა და მართვა.
** მიმდინარე პროექტების ვადების, ხარისხისა და რესურსების კონტროლი.
** პროექტების, შესყიდვების, საწყობის, ლოგისტიკისა და სხვა დეპარტამენტების კოორდინაცია.
** თანამშრომლების სამუშაო პროცესის ორგანიზება და შესრულების მონიტორინგი.
** პრობლემების დროული იდენტიფიცირება და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება.
** ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშების მომზადება.
** კომპანიის შიდა პროცესების გაუმჯობესება და ოპტიმიზაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოპერაციო ან პროექტების მართვის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება.
** უპირატესობა მიენიჭება სამშენებლო ან საინჟინრო სექტორში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს.
** ლიდერული, ორგანიზაციული და კომუნიკაციის ძლიერი უნარები.
** დროისა და რესურსების ეფექტურად მართვის უნარი.
** MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის კარგი ცოდნა.
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** შედეგზე ორიენტირებულობა.
** ანალიტიკური აზროვნება.
** სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობის უნარი.
** დამოუკიდებლად და გუნდთან ერთად ეფექტურად მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას.
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
** თანამედროვე და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს.
** საინტერესო და მასშტაბურ საინჟინრო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: info@anax.ge

თემის ველში მიუთითეთ: "საოპერაციო მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე