"მწვანე სკოლა-დიღომი" აცხადებს ვაკანსიას ტუტორის პოზიციაზე.
ტუტორი "მწვანე სკოლაში" უზრუნველყოფს მოსწავლის ჰოლისტურ მხარდაჭერას, რაც გულისხმობს:
** ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობას: მოსწავლის აკადემიური, სოციალური და ემოციური საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი სტრატეგიების დაგეგმვა.
** გარემოსთან ადაპტაცია: მოსწავლის დახმარება სკოლის კულტურაში ინტეგრირებაში, გუნდური მუშაობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება.
** მშობლებთან და მასწავლებლებთან კომუნიკაცია: რეგულარული უკუკავშირი მოსწავლის პროგრესზე, ინდივიდუალური საჭიროებების შესახებ ინფორმაციის გაზიარება და სასწავლო პროცესის კოორდინირება.
** ემოციური მხარდაჭერა: უსაფრთხო და მეგობრული გარემოს შექმნა, სადაც მოსწავლე შეძლებს საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენას.
კონკურსის ეტაპები:
** საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრის ხარისხი;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** გამართული ვერბალური და წერითი უნარები.
განხილული აპლიკაციების საფუძველზე სკოლა დაუკავშირდება კონკურსის შემდეგ ეტაპზე მონაწილეობისათვის მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ მითითებულ ელფოსტაზე: info@greenschool.ge
|