Робота для біженців з України
საქმეთა მწარმოებელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საქმეთა მწარმოებელი
მომწოდებელი: სამშენებლო კომპანია
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / ბოლო ვადა: 28 აგვისტო
სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** მიმდინარე სამშენებლო, სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა;
** მშენებლობის ხარისხის კონტროლი;
** გეგმა-გრაფიკის მიხედვით სამუშაოების წარმოება;
** სამუშაოების შესრულებების (ფორმა-2ების) მომზადება;
** ობიექტზე მომუშავე თანამშრომლების მართვა;
** საჭიროების შემთხვევაში ხელოსნების მოძიება და გუნდის შეკვრა;
** ინვენტარიზაციის ჩატარების დაგეგმარება;
** ნახაზებისა და სხვა დოკუმენტების გადამოწმება;
** ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ ანგარიშის წარდგენა მენეჯმენტთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (არქიტექტურის, სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებით
ან მომიჯნავე დარგებში);
** კონსტრუქციული ნახაზების კითხვის უნარი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy.info.mc@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: საქმეთა მწარმოებელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე