კვების ტექნოლოგი (ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმო).
ადგილმდებარეობა: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, კახეთი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციის შესაბამისად)
კახეთის რეგიონში მოქმედი ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმო იწვევს მოტივირებულ და გამოცდილ კადრებს კვების ტექნოლოგის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ზეთისხილის მარინადისა და ზეთისხილის ზეთის გადამუშავების პროცესების მართვა და ტექნოლოგიური რეგლამენტის დაცვა;
** საწარმოო დანადგარების მუშაობის მონიტორინგი, მართვა და ოპერირება;
** პროდუქციის ხარისხის უზრუნველყოფა წარმოების ყველა ეტაპზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** შესაბამისი გამოცდილება კვების ტექნოლოგიის მიმართულებით;
** სასურველია 5+ წლის სამუშაო გამოცდილება კვების მრეწველობაში ან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ან/და გადამამუშავებელ საწარმოში;
** სასურველია კანდიდატი იყოს კახეთის რეგიონის მცხოვრები (ან ჰქონდეს ადგილზე ცხოვრების/მუშაობის შესაძლებლობა);
** სასურველია რუსული ან ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა.
რას გთავაზობთ:
** პროფესიულ ზრდასა და გადამზადებას შესაბამისი დარგის წამყვან სპეციალისტებთან;
** სტაბილურ სამუშაო გარემოსა და კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.
განაცხადის შეტანის წესი:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართებზე: nm@cpg.ge და ls@cpg.ge და სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ: "ტექნოლოგი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|