Робота для біженців з України
ასიკუდას დეკლარანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ასიკუდას დეკლარანტი
მომწოდებელი: თრექინგს.ჯი
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / ბოლო ვადა: 28 აგვისტო
საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია "hr@trackings.ge" ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს, რომელიც ახორციელებს საბაჟო მომსახურებას, საერთაშორისო ლოჯისტიკას და საფოსტო მომსახურებას, როგორც ინდივიდუალური ამანათების, ასევე კომერციული ტვირთების მიმართულებით. კომპანია აცხადებს ვაკანსიას ასიკუდას დეკლარანტის პოზიციაზე.

მენეჯერის ასისტირება ფუნქცია-მოვალეობებში:

** მიღებულ შეკვეთების დამუშავება და კლიენტებთან კომუნიკაცია
** მიღებული შეკვეთის კონტროლი და მუდმივი სტატუს-რეპორტინგი;
** ტვირთების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის გამზადება;
** საბაჟოზე ტვირთის გაფორმების უზრუნველყოფა;
** დეკლარირების სრული პროცესის უზრუნველყოფა;
** შემოსული ტვირთების განბაჟებისთვის საჭირო ყველა პროცესის წარმოება (განბაჟება, დეკლარაციის ბეჭდვა, საბაჟო კუთხით საბუთების სისწორის შემოწმება);
** საბაჟო სიახლეების გაცნობა;
** დოკუმენტაციის სისწორის შემოწმება (ინვოისები, სერტიფიკატები);
** ASYCUDA დეკლარაციების ბეჭდვა

სავალდებულო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** დახვეწილი კომუნიკაციისა და მეტყველების უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** Microsoft Excel-ის ცოდნა;
** ASYCUDA სისტემის ცოდნა;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა;
** სასურველია რუსული ენის B2 დონეზე ფლობა

ადგილმდებარეობა: ორხევი, თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ოფისში, სრული
ანაზღაურება ხელზე: ფიქსირებული 2000-2500 ლარი, განიხილება ასევე საბონუსე სისტემაც

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ "ასიკუდას დეკლარანტი" და გამოგზავნოთ რეზიუმე/CV ელფოსტის მისამართზე: hr@trackings.ge.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე