დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
ვის ვეძებთ:
** B2B გაყიდვების სფეროში, სისტემურ კომპანიაში აქტიური გაყიდვების გამოცდილების მქონე კანდიდატს;
** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე;
** კანდიდატს, რომელსაც შეუძლია კლიენტის წინააღმდეგობებთან ეფექტურად მუშაობა;
** მზადყოფნა კლიენტებთან შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გასამართად;
** გაყიდვების გაფორმებისა და შემდგომი მართვის გამოცდილება;
** 1C, ERP და CRM სისტემებში მუშაობის გამოცდილება, ასევე დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დისციპლინირებულ, პასუხისმგებლიან და კეთილსინდისიერ თანამშრომელს;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.
მოვალეობები:
** კომპანიის პროდუქციის რეალიზაცია კლიენტებზე;
** პროდუქტის ღირებულებისა და უპირატესობების სწორად წარდგენა, რათა კლიენტის საჭიროებები და ამოცანები ეფექტურად გადაწყდეს;
** გაყიდვების გაფორმება და შემდგომი მართვა;
** ბაზრის, კონკურენტებისა და პოტენციური კლიენტების სეგმენტების ანალიზი;
** ახალი კორპორატიული კლიენტების აქტიური მოძიება და გაყიდვების შესაძლებლობების შექმნა;
** მსხვილ და სტრატეგიულ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** გაყიდვების ახალი არხებისა და პარტნიორული ურთიერთობების განვითარება;
** კლიენტებისთვის კომპანიის მომსახურებების პროფესიონალურად წარდგენა და პრეზენტაციების ჩატარება;
** კლიენტებისა და პროდუქციის ჯგუფების მიხედვით წლიური და ყოველთვიური გაყიდვების დაგეგმვა;
** კომპანიის კორპორაციული კულტურისა და შიდა წესების დაცვა;
** სასურველია კანდიდატს ჰყავდეს პირადი ავტომობილი და ფლობდეს B კატეგორიის მართვის მოწმობას.
ჩვენ გთავაზობთ:
** ოფიციალურ დასაქმებას და საქართველოს შრომის კანონმდებლობის სრული დაცვით მუშაობას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** ხელფასი: გამოსაცდელი პერიოდი 3 თვე, ფიქსირებული 1500-3000 ლარი განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით, შემდეგ ფიქსირებული + ბონუსი 4000 ლარიდან.
** სამუშაო ადგილს: ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. 7ა;
** სტაბილურ და საიმედო სამსახურს მზარდ კომპანიაში;
** სამუშაო გრაფიკს: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00;
** საწვავის, მობილური კავშირის, პირადი ავტომობილის ამორტიზაციის ხარჯების ანაზღაურებას.
თუ დაინტერესებული ხართ, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@ozon.com.ua | Info@ozon.com.ua "Subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი".
მობ: 501000062
|