კომპანია "BBS/შპს ბიკო" არის GRASS-ისა (ავტოქიმია) და Detail-ის (პრემიუმ ავტოკოსმეტიკა) ოფიციალური წარმომადგენელი აჭარაში.
ვეძებთ ენერგიულ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც განავითარებს ავტოქიმიის მიმართულებას აჭარაში — ავტოსამრეცხაოები, დეტეილინგ-სტუდიები, ავტომაღაზიები და ავტოსერვისები.
ეს ახალი, მზარდი მიმართულებაა: შენ იქნები პირველი საველე ადამიანი, რომელიც ამ ბაზარს ააშენებს — კომპანია კი სრული ინფრასტრუქტურით დაგიდგება მხარში.
ეს არის საველე, აქტიური გაყიდვების პოზიცია — ობიექტებზე გასვლა და ახალი კლიენტების მოძიება.
რას აკეთებ:
** ახალი კლიენტების მოძიება: ავტოსამრეცხაოები, დეტეილინგ-სტუდიები, ავტომაღაზიები, ავტოსერვისები;
** პროდუქტის ტესტირება ადგილზე და ხარჯვის ეკონომიკის გაანგარიშება კლიენტთან ერთად (ჩვენი კონცენტრატები ნაკლები ხარჯით იმავე ან უკეთეს შედეგს იძლევა — ამას ტესტით ვამტკიცებთ);
** პირველი შეკვეთიდან რეგულარულ თანამშრომლობამდე მიყვანა და ასორტიმენტის გაფართოება;
** დოზირების სისტემების შეთავაზება მუდმივ კლიენტებზე (მონტაჟს ჩვენი ტექნიკოსი უზრუნველყოფს);
** ბაზრის ინფორმაციის შეგროვება (ახალი ობიექტები, კონკურენტები, საჭიროებები);
** მუშაობის სისტემური აღრიცხვა კომპანიის ხელსაწყოებში (Fina / Asana).
ვის ვეძებთ:
** გიყვარს ავტოთემა და გესმის ავტომოვლის სფერო (დეტეილინგი, სამრეცხაო, ავტოკოსმეტიკა) — ეს აუცილებელი პირობაა;
** გაქვს გაყიდვების ან კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება (B2B — უპირატესობა, მაგრამ არა აუცილებელი);
** შეგიძლია ციფრებით საუბარი — ხარჯის გაანგარიშება და კლიენტისთვის მარტივად ახსნა;
** საკუთარი ტრანსპორტი (მობილურობისთვის — მიწოდებას ჩვენი ლოგისტიკა ასრულებს);
** დამოუკიდებლობა, პასუხისმგებლობა, შედეგზე ორიენტაცია.
რას გთავაზობთ:
** ფიქსირებული ხელფასი + პროცენტი შედეგიდან პირველივე დღიდან, ზღვრის გარეშე — რაც მეტს აშენებ, მეტს გამოიმუშავებ (დეტალები გასაუბრებაზე);
** ახალი მიმართულების აშენების შანსი ნულიდან — პერსპექტივით გახდე მიმართულების წამყვანი;
ოფიციალური ბრენდი ზურგს უკან: GRASS / Detail, პირდაპირი კონტრაქტი ქარხანასთან, სტაბილური მიწოდება;
** მზა ინსტრუმენტები პირველივე დღიდან: პოტენციურ კლიენტთა ბაზა-რუკა, საიტი-კატალოგი autodetail.ge, სატესტო პროდუქცია, პრომო-მხარდაჭერა;
** შენ ყიდი — მიწოდებას ჩვენი სადისტრიბუციო სამსახური უზრუნველყოფს;
** პროდუქტის სწავლება მიმართულების უფროსთან ერთად;
** კორპორაციული მობ. კავშირი, საწვავის კომპენსაცია, ავტომობილის ამორტიზაცია;
** გუნდი, რომელიც მაქსიმალურად დაგეხმარება.
როგორ გამოეხმაუროთ: CV გამოაგზავნეთ მისამართზე: hr@grassbatumi.ge
წერილის თემაში მიუთითეთ: ავტო — [სახელი გვარი]
წერილში მოკლედ (3-4 წინადადება) გვიპასუხეთ: რატომ გიზიდავთ ავტოსფერო.
|