Робота для біженців з України
მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 27 ივლისი / ბოლო ვადა: 27 აგვისტო
კომპანია აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპლექსის მობინადრეებთან აქტიური კომუნიკაცია და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** კომპლექსის საჭიროებების გამოვლენა, წესრიგისა და სისუფთავის კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია და შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი;
** მენეჯერის დავალებით პოზიციასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება;
** შიდა უსაფრთხოების თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობას;
** მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას.

ანაზღაურება: 1200-1400 ლარი (გამოცდილების მიხედვით)

ვაკანსიის ადგილმდებარეობა - თბილისი, გივი კარტოზიას #8

თუ ფიქრობთ, რომ ეს პოზიცია თქვენთვისაა, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე: megi.pirveli.cmg@gmail.com. გთხოვთ, წერილის Subject ველში მიუთითოთ: "მენეჯერის ასისტენტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე