Робота для біженців з України
ხაჭაპურის მცხობელი - ბაღდათი, ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხაჭაპურის მცხობელი
მომწოდებელი: საირმის საცხობი
გამოქვეყნდა: 27 ივლისი / ბოლო ვადა: 27 აგვისტო
საირმის საცხობი აცხადებს ვაკანსიებს:

ხაჭაპურის მცხობელი

თანამდებობის მიზანი:

ხარისხის სტანდარტების, ჰიგიენური ნორმებისა და ტექნოლოგიური პროცესების დაცვით სხვადასხვა სახეობის ხაჭაპურის მომზადება და გამოცხობა, მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის პროდუქციის უზრუნველყოფა.

ძირითადი მოვალეობები:

** ხაჭაპურის ცომისა და შიგთავსის მომზადება დამტკიცებული რეცეპტურის შესაბამისად;
** ხაჭაპურის ფორმირება, მომზადება და გამოცხობა;
** ღუმელის სწორი ექსპლუატაცია და გამოცხობის პროცესის მუდმივი კონტროლი;
** პროდუქციის ხარისხის, გემოსა და ვიზუალური იერსახის კონტროლი;
** სამუშაო ადგილის, ინვენტარისა და დანადგარების სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;
** სურსათის უვნებლობისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების (HACCP-ის მოთხოვნების, საჭიროების შემთხვევაში) დაცვა;
** ნედლეულის რაციონალური გამოყენება და დანაკარგების მინიმიზაცია;
** მარაგების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
** გუნდთან კოორდინირებული მუშაობა და წარმოების გეგმის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია საცხობში ან კვების ობიექტზე მუშაობის გამოცდილება;
** ხაჭაპურისა და სხვა ცომეულის გამოცხობის ტექნოლოგიის ცოდნა;
** ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობის ძირითადი წესების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ფიზიკური დატვირთვის პირობებში მუშაობის მზადყოფნა.

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;
** ხარისხზე ორიენტირებულობა;

პასუხისმგებლობა:

ხაჭაპურის მცხობელი პასუხისმგებელია:

** დამზადებული პროდუქციის ხარისხსა და სტანდარტებთან შესაბამისობაზე;
** ნედლეულის სწორ და ეკონომიურ გამოყენებაზე;
** სამუშაო ადგილის სისუფთავესა და ინვენტარის გამართულ მდგომარეობაზე;
** შრომის უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვაზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: m.kikvidze@sairmebakery.ge და სათაურის ველში მიუთითეთ: ხაჭაპურის მცხობელი ან დარეკოთ 598006354

კომპანიის ბენეფიტები:

** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად);
** სტაბილურ, გრძელვადიან და განვითარებად სამუშაო გარემოს;
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას მზარდ კომპანიაში.
** კვება უფასო
** ქუთაისიდან ტრანსპორტირება უფასოდ
** დაზღვევა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე