Робота для біженців з України
მცხობელი - ბაღდათი, ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მცხობელი
მომწოდებელი: საირმის საცხობი
გამოქვეყნდა: 27 ივლისი / ბოლო ვადა: 27 აგვისტო
საირმის საცხობი აცხადებს ვაკანსიებს:

1. მცხობელი

მცხობელი პასუხისმგებელია პურ-ფუნთუშეულის, ცომეულის და საცხობი პროდუქციის დადგენილი რეცეპტურებისა და ტექნოლოგიური სტანდარტების შესაბამისად მომზადებაზე, ხარისხის უზრუნველყოფაზე, ასევე საწარმოო სივრცეში ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობის წესების დაცვაზე.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** სამუშაო პროცესის დაწყებამდე საწარმოო ტერიტორიის, სამუშაო ზედაპირებისა და ინვენტარის მოწესრიგება;
** პირადი ჰიგიენის, უნიფორმისა და ვიზუალური სტანდარტების სრული დაცვა;
** სხვადასხვა სახეობის პურის, ფუნთუშეულის, ცომეულის და სხვა საცხობი პროდუქციის მომზადება დადგენილი რეცეპტურებისა და ტექნოლოგიური პროცესების შესაბამისად;
** ცომის მომზადების, დამუშავების, ფორმირების, ფერმენტაციისა და გამოცხობის პროცესების სწორად შესრულება;
** პროდუქციის ხარისხის, ვიზუალური მხარისა და სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი;
** ნედლეულის, ინგრედიენტებისა და ნახევარფაბრიკატების სწორად გამოყენება და შენახვა;
** პროდუქციის სწორად შენახვის პირობების, ვადებისა და მარკირების დაცვა;
** სამუშაო პროცესში სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების მუდმივი დაცვა;
** HACCP-ისა და სურსათის უვნებლობის საბაზისო წესებისა და პროცედურების დაცვა;
** საწარმოო დანადგარების, ღუმელების, ინვენტარისა და ტექნიკური აღჭურვილობის სწორად გამოყენება და გაფრთხილება;
** მარაგების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
** ჩამოწერებისა და საწარმოო დანაკარგების მინიმალიზაციაზე ზრუნვა;
** პიკის საათებსა და დატვირთულ სამუშაო გარემოში ეფექტურად და ორგანიზებულად მუშაობა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული დამატებითი დავალებების შესრულება საოპერაციო საჭიროებების შესაბამისად.

აუცილებელი უნარები და კომპეტენციები:

** პურ-ფუნთუშეულის წარმოების საბაზისო ტექნოლოგიური ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სისუფთავისა და ჰიგიენის ნორმების დაცვის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ხარისხზე ორიენტირებული მიდგომა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია საცხობში ან პურ-ფუნთუშეულის წარმოებაში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია სხვადასხვა ტიპის ცომთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენური ნორმების საბაზისო ცოდნა;
** სასურველია პროფესიული კულინარიული ან საცხობი მიმართულების გამოცდილება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: m.kikvidze@sairmebakery.ge სათაურის ველში მიუთითეთ: მცხობელი ან დარეკოთ 598006354

კომპანიის ბენეფიტები:

** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად);
** სტაბილურ, გრძელვადიან და განვითარებად სამუშაო გარემოს;
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას მზარდ კომპანიაში.
** კვება უფასო
** ქუთაისიდან ტრანსპორტირება უფასოდ
** დაზღვევა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე