Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=740457&print=yes&view=jobs
 
შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ბაიკლენდი
გამოქვეყნდა: 27 ივლისი / ბოლო ვადა: 27 აგვისტო
შპს "ბაიკლენდი" მოტობიზნესში დღეს-დღეობით ყველაზე წარმატებული და მზარდი კომპანიაა სამხრეთ კავკასიის რეგიონში. იგი ბაზარზე წარმოდგენილია 2014 წლიდან და არის მოტო ტექნიკის ისეთი ცნობილი ბრენდების ოფიციალური დილერი, როგორებიცაა: MV AGUSTA, BENELLI, KEEWAY, QOODER, ITALJET, KAYO, RIEJU, TGB, და ა.შ.
"ბაიკლენდი" მომხმარებლებს სთავაზობს მოტოციკლეტების, კვადროციკლების, სკუტერების და ასევე სრული ეკიპირების, აქსესუარების და სათადარიგო ნაწილების ფართო არჩევანს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** შესყიდვის მოთხოვნების დამუშავება შესაბამის კოლეგებთან, ბიუჯეტირება და ხელმძღვანელთან შეთანხმება.
** მოლაპარაკებების წარმოება არსებულ და პოტენციურ მომწოდებლებთან.
** ახალი მომწოდებლების მოძიება, პროდუქტებთან დაკავშირებით მუდმივი ჩართულობა, ფასების დადგენა და შესყიდვების ინიცირება.
** მომწოდებლებთან მუდმივი კომუნიკაცია და შესყიდვისთვის ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება.
** მომწოდებლებთან ხელშეკრულებების მომზადებაში მონაწილეობა და მათი სპეციფიკაციების ცოდნა;
** შესყიდვების დროული და ეფექტური განხორციელება.
** შესყიდული პროდუქციის კომპანიაში მიღებამდე ყველა პროცესის მართვა/მონიტორინგი.
** გადამზიდავ ლოჯისტიკურ კომპანიებთან და საბაჟო უწყებებთან მუდმივი კომუნიკაცია და შესყიდული პროდუქციის ტრანსპორტირების ეფექტური მართვა.
** რეგისტრაციის წარმოება ელექტრონულ პლატფორმებზე და შემდგომში მათი მართვა;
** მომწოდებლების შეფასება.
** სატენდერო პროცედურებსა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა;
** ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა
** სამუშაო გამოცდილება შესყიდვების მიმართულებით
** ლოჯისტიკის და საბაჟო მიმართულებით შესაბამისი პროცედურების ცოდნა.
** საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა მაღალ დონეზე

კომპეტენცია და უნარები:

** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დროის დაგეგმვისა და მართვის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დეტალებსა და სიზუსტეზე კონცენტრირება
** შედეგებზე ორიენტირებულობა
** ეთიკური ქცევა და კეთილსინდისიერება
** კარგი ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო გრაფიკი: სრული;
** კომფორტული და სტაბილური სამუშაო გარემო.
** ანაზღაურება - შეთანხმებით, ცოდნისა და კვალიფიკაციის გათვალისწინების საფუძველზე;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@bikeland.ge და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "შესყიდვების მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. 
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია