შპს "პისი მაქსი" საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე პოზიციონირებს, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური ქსელის მფლობელი კომპანია.
შპს "პისი მაქსი" მომსახურებას უწევს საქართველოს საკომუნიკაციო ბაზრის როგორც წამყვან, ასევე საშუალო და მცირე კომპანიებს. უზრუნველყოფს მათ ოპტიკურ-ბოჭკოვან ქსელზე (მიწისქვეშა და საჰაერო) დაშვებასა და ამ ქსელის ტექნიკურ მომსახურებას.
შპს "პისი მაქსი" აცხადებს ვაკანსიას ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შემდუღებლის (Splicer) პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი (მივლინებები საქართველოს რეგიონებში);
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.
სამუშაოს აღწერა:
** ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური კაბელის შედუღება;
** ქუროების შედუღება საკომუნიკაციო ჭებში;
** ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მონტაჟისა და ტექნიკურ სამუშაოებში მონაწილეობა;
** ქსელის ტექნიკურ მომსახურებასა და დაზიანებების აღდგენაში მონაწილეობა;
** სამუშაოების შესრულება კომპანიის სტანდარტებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით;
** სამუშაო ჯგუფთან კოორდინირებული მუშაობა;
** ამწე კალათით სიმაღლეზე მუშაობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** აღნიშნულ/მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მიიჩნევა პრიორიტეტად;
** მზადყოფნა პრაქტიკული სწავლისა და პროფესიული განვითარებისათვის;
უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სიახლეების ადვილად ათვისების უნარი;
** სტრესული სიტუაციების მართვის და ორგანიზებულობის უნარი;
კომპანია გთავაზობთ:
** საწყისი ანაზღაურება - 1200-დან 1500 ლარამდე (ხელზე ასაღები), გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ყოველთვიური სატელეფონო ლიმიტი;
** პროფესიული განვითარების პერსპექტივა;
კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე. გამოსაცდელი ვადა - 6 თვემდე, ანაზღაურებით.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@pcmax.ge 2026 წლის 20 აგვისტომდე.
|