Робота для біженців з України
კოლორისტ-გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კოლორისტ-გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: Wilckens Georgia
გამოქვეყნდა: 27 ივლისი / ბოლო ვადა: 27 აგვისტო
"Wilckens Georgia" - გერმანული პრემიუმ საღებავების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას კოლორისტ-გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

საღებავების ტონირების (შემრევ) აპარატთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საღებავებისა და მათი გამოყენების სპეციფიკის ზოგადი ცოდნა;
** მომხმარებელზე ორიენტირებული დამოკიდებულება და მომსახურების მაღალი კულტურა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** სწრაფი სწავლებისა და პროფესიული განვითარების სურვილი.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის პროფესიონალური და კომპეტენტური კონსულტაციის გაწევა, პროდუქციის სწორად შერჩევაში დახმარება;
** საღებავების ფერის შერჩევა, ტონირება და შემრევ აპარატზე მომზადება;
** გაყიდვების პროგრამაში რეალიზაციის გაფორმება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** სალარო აპარატთან, POS-ტერმინალთან და ნაღდ/უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციების შესრულება;
** პროდუქციის მიღებაში, განთავსებასა და მარაგების კონტროლში მონაწილეობა;
** სავაჭრო დარბაზის, ვიტრინებისა და პროდუქციის მოწესრიგებული მდგომარეობის უზრუნველყოფა;
** სამუშაო სივრცის, ტონირების აპარატურისა და აღჭურვილობის სისუფთავისა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** კომპანიის შიდა რეგლამენტის, მომსახურების სტანდარტებისა და უსაფრთხოების წესების დაცვა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და გრძელვადიან დასაქმებას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას 1200 ლარიდან (ფიქსირებულს + KPI) + გაყიდვების ბონუსს;
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** სამუშაო გრაფიკს — სრული 5/2;

სამუშაო ადგილი:

** თბილისი, წერეთლის გამზირი 140 (დიდუბის მეტროს მიმდებარედ);
** თბილისი, გაგარინის აღმართი (ვეფხისა და მოყმის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია).

განაცხადის გამოგზავნა:

თუ თვლით, რომ აღნიშნული პოზიცია შეესაბამება თქვენს გამოცდილებასა და ინტერესებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: wilckens.ge@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე