Робота для біженців з України
ფიზიკის მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფიზიკის მასწავლებელი
მომწოდებელი: სკოლა ალბიონი
გამოქვეყნდა: 27 ივლისი / ბოლო ვადა: 27 აგვისტო
შპს არასახელმწიფო საერო სკოლა "ალბიონი" აცხადებს კონკურსს ფიზიკის მასწავლებლის თანამდებობაზე.

მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

** უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);
** უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
** უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
** უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
** უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** უნდა იყოს სტატუსიანი;
** უნდა იყოს სქემაში ჩართული მინიმუმ უფროსი მასწავლებლის სტატუსით.

კონკურსის ეტაპები:

** საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება;
** კონკურსის შედეგების განსაზღვრა.

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

** დიპლომის ასლი;
** ავტობიოგრაფია;
** CV;
** პირადობის მოწმობის ასლი;
** კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
** ფოტოსურათი 3/4;
** განცხადება.

სავარაუდო ხელფასი - 1500-1600
საათების რაოდენობა - 20
კლასები - IX, X, XI
მისამართი: ქ. თბილისი, იოსებ და ლეონ ორბელების ქუჩა #64

სკოლის მეილი: school.albion@yahoo.com

ტელ.: 2 78 96 11
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე