Робота для біженців з України
ინჟინერ-კონსტრუქტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინჟინერ-კონსტრუქტორი
მომწოდებელი: CAPX
გამოქვეყნდა: 27 ივლისი / ბოლო ვადა: 15 აგვისტო
კომპანია CAPX აცხადებს ვაკანსიებს საპროექტო გუნდში ინჟინერ-კონსტრუქტორის პოზიციაზე (სამოქალაქო შენობა-ნაგებობები, რკინაბეტონი და ლითონი).

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: http://www.capiteli.com

ჩვენ ვეძებთ სხვადასხვა გამოცდილების მქონე კადრებს, შესაბამისად, განცხადება ღიაა როგორც გამოცდილი (Senior) და დამწყები (Junior) ინჟინრებისთვის, ისე სტაჟიორებისთვის.

ვაკანსია: ინჟინერ-კონსტრუქტორი

ძირითადი მოვალეობები:

** (სამუშაოს სირთულე და მოცულობა განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით)
** სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობების (რკინაბეტონი და ლითონი) კონსტრუქციული დამუშავება;
** მუშა პროექტებისა და ნახაზების მომზადება/რედაქტირება;
** უფროსი ინჟინრებისთვის: კონსტრუქციული გაანგარიშება, მოდელირება და პროექტის დამოუკიდებლად მართვა;
** სტაჟიორებისა და უმცროსი ინჟინრებისთვის: საპროექტო გუნდის ტექნიკური მხარდაჭერა, ნახაზების მომზადება და საინჟინრო უნარების განვითარება გამოცდილი პროფესიონალების მენტორობით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამოქალაქო/სამშენებლო ინჟინერიის მიმართულებით (სტაჟიორის შემთხვევაში, დასაშვებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც);
** სავალდებულოა: AutoCAD-ისა და MS Office პროგრამების (განსაკუთრებით Excel) კარგად ფლობა;

უპირატესობად ჩაითვლება:

** საანგარიშო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (LIRA-SAPR, IDEA StatiCa, GEO5 და სხვ.);
** გრაფიკული და BIM პროგრამების ფლობა (ArchiCAD, Revit, Tekla Structures და სხვ.).

პიროვნული უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი და პროფესიული განვითარების სურვილი.

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და მასშტაბურ პროექტებში ჩართულობას;
** მოქნილ სამუშაო პირობებს, რომელიც მორგებული იქნება თქვენს გამოცდილებაზე;
** კონკურენტულ ანაზღაურებას კვალიფიკაციის შესაბამისად;
** კარიერული წინსვლისა და პროფესიული ზრდის რეალურ შესაძლებლობას.

განაცხადის მიღების წესი:

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და, სურვილისამებრ, პორტფოლიო/ნახაზების ნიმუშები ელექტრონულ მისამართზე: info@capiteli.ge და გთხოვთ, წერილის თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ის პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი (მაგ: "ინჟინერ-კონსტრუქტორი - Senior", "ინჟინერ-კონსტრუქტორი - Junior" ან "სტაჟიორი").

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 15 აგვისტო, 2026 წ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე