Робота для біженців з України
გიდი, მოლარე, დიასახლისი - წინანდალი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გიდი, მოლარე, დიასახლისი
მომწოდებელი: შუმი ესთეითი
გამოქვეყნდა: 27 ივლისი / ბოლო ვადა: 27 აგვისტო
"შუმი ესთეითი" კახეთში, წინანდალში აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:

1. გიდი (ინგლისურენოვანი / რუსულენოვანი)

თუ გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, ღვინის კულტურა და გსურთ იმუშაოთ პროფესიონალურ და მეგობრულ გარემოში, შემოგვიერთდით!

მოვალეობები:

** სტუმრების მიღება და მასპინძლობა;
** ღვინის ტურის ჩატარება;
** ღვინის დეგუსტაციების პროფესიონალურად წარმართვა;
** სტუმრებისთვის ქართული ღვინის, ისტორიისა და კულტურის გაცნობა;
** მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა (ინგლისურენოვანი გიდის პოზიციისთვის);
** რუსული ენის თავისუფლად ფლობა (რუსულენოვანი გიდის პოზიციისთვის);
** დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პრეზენტაციის უნარი;
** სტუმარზე ორიენტირებული დამოკიდებულება.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ გუნდსა და საინტერესო სამუშაო პროცესს.

2. მოლარე (რესტორანში)

მოვალეობები:

** სტუმრების ანგარიშსწორების პროცესის მართვა;
** სალარო ოპერაციების სწორად და დროულად განხორციელება;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება;
** სალაროს დოკუმენტაციის მოწესრიგება;
** სტუმრების პროფესიონალური და თავაზიანი მომსახურება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სიზუსტე, ორგანიზებულობა და კომუნიკაციის კარგი უნარები;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** მეგობრულ გუნდსა და განვითარების შესაძლებლობას.

3. დიასახლისი

თუ ხართ მოწესრიგებული, პასუხისმგებლობიანი და ყურადღებიანი, გიწვევთ ჩვენს გუნდში.

მოვალეობები:

** ტურისტული კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული შიდა და გარე სივრცეების სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
** მუზეუმის, მარნის, ადმინისტრაციული და საერთო სივრცეების დალაგება-მოწესრიგება;
** სამუშაო სივრცეების ჰიგიენური სტანდარტების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სისუფთავისა და წესრიგის დაცვის მაღალი სტანდარტი;
** პუნქტუალურობა და გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV: tourism@shumiwinery.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე 551080401
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე