Робота для біженців з України
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: La Gamba
გამოქვეყნდა: 27 ივლისი / ბოლო ვადა: 27 აგვისტო
პიცერია "ლა გამბა" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

Instagram: https://www.instagram.com/lagamba.tbilisi

პირობები:

** სამუშაო ადგილი: ვერა, იაკობ ნიკოლაძის ქ. 4
** სამუშაო გრაფიკი: ლა გამბა მუშაობს ყოველდღე 12:00-დან 00:00-მდე — დილის ცვლა 12:00-18:00 და ღამის ცვლა 18:00-00:00. მიმტანს შეუძლია იმუშაოს როგორც 6 საათი, ისე 12 საათი. ცვლის ხანგრძლივობის და სამუშაო დღეების რაოდენობის შეთანხმება ხდება ინდივიდუალურად.
** ანაზღაურება: საათში მიმტანის ანაზღაურება ხელზე 6 ლარია + თიფი, რომელიც ნაწილდება მიმტანებზე. ხელფასის მოცულობა დამოკიდებულია მიმტანის ნამუშევარ საათებზე — საორიენტაციოდ, ანაზღაურება თიფის ჩათვლით მოიცავს 800-დან 1, 200 ლარამდე.

დამატებითი პირობები:

** ერთჯერადი უფასო კვება ცვლის მანძილზე
** საღამოს ცვლის შემთხვევაში ტაქსით მგზავრობის დაფინანსება

მოვალეობები:

** სტუმრების მიღება და მომსახურება
** შეკვეთების მიღება, პროგრამა FINA-ში აღრიცხვა და სამზარეულო/ბარისთვის გადაცემა
** კერძების/სასმელების სერვირება მაგიდაზე
** მაგიდების მომზადება და დალაგება
** ონლაინ შეკვეთების (Wolt/Glovo/Bolt) მიღება, ჩალაგება და კურიერისთვის გადაცემა
** ანგარიშსწორება სტუმართან
** სამუშაო სივრცის სისუფთავის დაცვა

პიროვნული უნარები:

** კომუნიკაბელურობა
** ყურადღებიანობა
** გუნდური მუშაობა

მოთხოვნები:

** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
** სტაბილურად კვირაში მინიმუმ 30 საათის დაკავების შესაძლებლობა
** გამოცდილება: სასურველია მიმტანად მუშაობის გამოცდილება.

შერჩეული კანდიდატები გაივლიან ორდღიან გადამზადებას ადგილზე, ლა გამბას სამუშაო პროცესების გასაცნობად.

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: gambatbilisi@gmail.com — გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე