ახალი კაფე-ბარი აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლიან და მოწესრიგებულ მზარეულს. ობიექტს ექნება მოკლე და წინასწარ განსაზღვრული მენიუ. ცვლაში მზარეულთან ერთად იმუშავებს სამზარეულოს დამხმარე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო საათები: 11:00-დან 23:00 საათამდე;
** სამუშაო გრაფიკი: საშუალოდ 15 სამუშაო დღე თვეში;
** ანაზღაურება: 100 ლარი ხელზე თითო ნამუშევარ ცვლაში;
** 15 სამუშაო დღის შემთხვევაში თვიური ანაზღაურება შეადგენს 1, 500 ლარს ხელზე;
** მუშაობს ორი მზარეული ცვლებში;
** მზარეულებს წინასწარი შეთანხმებით შეეძლებათ ერთმანეთში ცვლების გაცვლა.
ძირითადი მოვალეობები:
** კერძების მომზადება განსაზღვრული რეცეპტების მიხედვით;
** კერძების ხარისხისა და გემოს სტაბილურად შენარჩუნება;
** ინგრედიენტებისა და პროდუქციის სწორად შენახვა;
** პროდუქციის ვარგისიანობის ვადებისა და მარაგების კონტროლი;
** სამუშაო ადგილისა და სამზარეულოს სისუფთავის დაცვა;
** სამზარეულოს დამხმარესთან კოორდინირებული მუშაობა.
მოთხოვნები:
** მზარეულად მუშაობის გამოცდილება;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა;
** სისუფთავისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა;
** შეთანხმებული რეცეპტებისა და სტანდარტების ზუსტად შესრულება.
სამუშაო ადგილი: მეტეხის აღმართი №14
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ მოკლე ინფორმაცია თქვენი გამოცდილების შესახებ ან დაგვიკავშირდით:
ტელეფონი: 595 967 849
ელფოსტა: Info@theoptimisticvision.ge
|