"საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი", "SOS ბავშვთა სოფლები მსოფლიოს მასშტაბით" (SOS-Kinderdörfer weltweit) მიერ დაფინანსებული პროექტის - "უსაფრთხო, ინკლუზიური და ეკო-მეგობრული საბავშვო ბაღების განვითარება თბილისში" ფარგლებში, იწვევს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად საბავშვო ბაღების ეკოლოგიურად სუფთა გარე სივრცის მოწყობის მომსახურების შესყიდვის თაობაზე.
პროექტის შესახებ ინფორმაცია:
პროექტის - "უსაფრთხო, ინკლუზიური და ეკო-მეგობრული საბავშვო ბაღების განვითარება თბილისში" - მიზანია, ხელი შეუწყოს უსაფრთხო, ინკლუზიური და მაღალი ხარისხის ადრეული განათლების პრაქტიკის გაუმჯობესებას. იგი მოიაზრებს საბავშვო ბაღის პერსონალის პროფესიულ ზრდაზე, ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერებაზე, ეკო-ცნობიერების ამაღლებასა და სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვის ინკლუზიის ხელშეწყობაზე მიმართულ ღონისძიებებს.
მომსახურების მიზანი:
შერჩეულმა მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს პროექტში ჩართული თბილისის 11 საბავშვო ბაღის გარე სივრცის მოწყობა წინასწარ განსაზღვრული მოთხოვნის შესაბამისად.
შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი:
** პროექტში ჩართული თბილისის 11 საბავშვო ბაღის გარე სივრცის მოწყობა თანდართულ ფაილში წარმოდგენილი ფოტოების და მათი აღწერის მიხედვით;
** თითოეული საბავშვო ბაღის საჭიროებებისა და არსებული სივრცის გათვალისწინებით შესაბამისი გადაწყვეტილებების შეთავაზება, საჭიროების შემთხვევაში;
** ობიექტების მოწყობის შემდეგ ტექნიკური გამართულობისა და უსაფრთხოების შემოწმება.
ტექნიკური მოთხოვნები
მოწყობისთვის გამოყენებული მასალები და ინვენტარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
** დამზადებული იყოს ეკოლოგიურად სუფთა, ბავშვების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მასალებისგან;
** იყოს გამძლე და განკუთვნილი ინტენსიური გამოყენებისთვის;
** არ შეიცავდეს ტოქსიკურ, მავნე ან ალერგიის გამომწვევ ნივთიერებებს;
** ჰქონდეს დამუშავებული ზედაპირები, რათა გამოირიცხოს ბავშვების დაზიანების რისკი;
** შეესაბამებოდეს ბავშვთა უსაფრთხოების მოქმედ სტანდარტებსა და რეგულაციებს;
** იყოს ადაპტირებული სკოლამდელი ასაკის ბავშვების განვითარების საჭიროებებზე;
** შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფდეს ინკლუზიურ გამოყენებას სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის.
ტექნიკური განაცხადი:
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე:
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ფიზიკური/იურიდიული პირის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები, რეესტრის ამონაწერი - იურიდიული პირის შემთხვევაში);
** განმცხადებლის კომპეტენციის და გამოცდილების ამსახველი რეზიუმე ან პორტფოლიო;
** სამუშაოს შესრულების ვადები;
** ხარჯთაღრიცხვა, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით, თანდართული ფაილის მიხედვით.
თანხის გადახდის პირობები:
მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, კონკრეტული მომსახურების გაწევის შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
მომსახურების გაწევის ვადები:
მომსახურების მიწოდების პერიოდი: 2026 წლის აგვისტო-ოქტომბერი.
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 5 აგვისტო.
დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: contact@sos-kd.ge
გთხოვთ, დოკუმენტაციის ელექტრონული ფოსტით გამოგზავნისას, წერილის სათაურში მიუთითოთ "ტენდერი - საბავშვო ბაღების აღჭურვა".
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 551 222 370.
|