არქიტექტურული კომპანია "იქს-არქიტექტურა" წარმოადგენს თანამედროვე ექსპერიმენტალურ არქიტექტორთა გუნდს რომელიც ეძებს გამოცდილ, შედეგზე ორიენტირებულ არქიტექტორს. ჩვენ გუნდს გააჩნია მრავალმხრივი გამოცდილება საზოგადოებრივი ნაგებობების დაპროექტებაში, როგორიცაა: აეროპორტები, ცათამბჯენები და სხვა საზოგადოებრივი, საცხოვრებელი ნაგებობები.
ამჟამად ვეძებთ არქიტექტორს სამუშაო გამოცდილებით, აუცილებელია კომპიუტერული პროგრამის Autodesk Revit ცოდნა.
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: არქიტექტურა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
ძირითადი მოთხოვნები:
** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 5 წელი მსგავს პოზიციაზე.
უნარები:
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი.
** არგუმენტირებისა და დასაბუთების უნარი.
** პრობლემასთან გამკლავების უნარი.
** შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი.
** გუნდური მართვის და მათთან მუშაობის უნარი.
** პუნქტუალობა და დროის რაციონალურად გადანაწილების უნარი.
** განვითარებაზე ორიენტირებულობა.
სამუშაოს აღწერა:
** საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა;
** მუშა ნახაზის შედგენა და/ან რევიზია;
** მშენებლობის პროცესში ობიექტის კოორდინაცია-ზედამხედველობა;
** პროექტის სრული კომპლექტაციის მომზადების შედგენა/ორგანიზება, საპროექტო გუნდის კონტროლი/მენეჯმენტი.
** საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და ატვირთვა შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებში მშენებლობის ნებართვის მოპოვების პროცესში ჩართულობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV, პორტფოლიო (მაქს. 15მბ) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@x-architecture.co.uk
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
www.x-architecture.co.uk
|