Робота для біженців з України
სტაჟირება - ვიდეოგრაფი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება - ვიდეოგრაფი
მომწოდებელი: ტენე
გამოქვეყნდა: 24 ივლისი / ბოლო ვადა: 24 აგვისტო
"TENE" აცხადებს სტაჟირებას ვიდეოგრაფის პოზიციაზე.

თუ გაინტერესებთ ვიდეოკონტენტის შექმნა, გსურთ გამოცდილების მიღება და რეალურ პროექტებზე მუშაობა, ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა.

სტაჟირების ფარგლებში ისწავლით და შეასრულებთ:

** ვიდეოების გადაღებას კომპანიის პროდუქციისა და აქტივობებისთვის;
** ვიდეოების მარტივ მონტაჟს;
** კონტენტის მომზადებას და Facebook-ზე ატვირთვას;
** სოციალური მედიისთვის ვიდეოკონტენტის დაგეგმვას.

მოთხოვნები:

** ვიდეოგრაფიისა და კონტენტის შექმნის მიმართ ინტერესი;
** პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა;
** კრეატიული ხედვა;
** ვიდეოგადაღების საბაზისო ცოდნა (ტელეფონით ან კამერით).

პირობები:

** სტაჟირების ფორმატი: ადგილზე;
** სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით;
** სტაჟირების დასრულების შემდეგ წარმატებულ კანდიდატს ექნება კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ რეზიუმე/ნამუშევრები გამოგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე: info@tene.ge, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე