სადისტრიბუციო კომპანია "თოში" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე თბილისში.
სადისტრიბუცი კომპანია "თოში" საქართველოს ბაზარზე 2020 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო კომპანიას ჰორეკა მიმართულებით.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
** საწყობისა და სხვა ოპერაციების შეუფერხებლად მიმდინარეობის უზრუნველყოფა.
** შემოსული პროდუქციის მიღება, გადმოტვირთვა და რაოდენობრივი/ხარისხობრივი შემოწმება თანდართულ დოკუმენტაციასთან (სასაქონლო ზედნადები, შესყიდვის აქტი) შესაბამისად.
** საქონლის სწორად კლასიფიცირება, დათვლა/აწონვა, მარკირება და განთავსება/დასაწყობება.
** შეკვეთების შესაბამისად პროდუქციის სიზუსტით აკრეფა, შეფუთვა და გასაცემად მომზადება.
** გასაცემი საქონლის სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა სასაქონლო ზედნადების მონაცემებთან და მხოლოდ ამის შემდეგ დატვირთვა სატრანსპორტო საშუალებაზე.
** მარაგების შემცირების ან დეფიციტის დაფიქსირებისას ხელმძღვანელის დაუყოვნებლივ ინფორმირება.
** ნებისმიერი სახის დაზიანების, დანაკლისის ან სხვა შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება.
** საწყობის ტერიტორიაზე უსაფრთხოების, ჰიგიენისა და სტანდარტების დაცვა.
** პერიოდულ შეხვედრებზე დასწრება და არსებული პროცესების/მდგომარეობის განხილვა.
სასურველი ცოდნა და აუცილებელი უნარები:
** მაღალი პასუხისმგებლობა და სიზუსტე: პროდუქციის მიღება-გაცემისას, დათვლისა და შეკვეთების აკრეფისას დეტალებზე ორიენტირებულობა.
** ორგანიზებულობა და დისციპლინა: პროდუქციის სწორი კლასიფიკაციისა და დასაწყობების, ასევე საწყობში წესრიგისა და სტანდარტების დაცვის უნარი.
** გუნდური მუშაობა და კომუნიკაცია: ხელმძღვანელთან დროული კომუნიკაცია (დანაკლისის, დაზიანების ან დეფიციტის დაფიქსირებისას) და გუნდში ეფექტური თანამშრომლობა.
ანაზღაურება და სამუშაო დრო:
** ადგილმდებარეობა: თბილისი, აფრიკა.
** სამუშაო განრიგი: ცვლადი/მოქნილი სამუშაო გრაფიკი. კვირაში 5-6 დღე.
** ანაზღაურება: 1200-1500 (დამოკიდებულია სამუშაო განრიგზე)
დაგვიკავშირდით:
თუ ხართ მოტივირებული, პასუხისმგებლობიანი და გსურთ გახდეთ ჩვენი დინამიკური გუნდის წევრი, გადმოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მითითებულ მისამართზე: imindiashvili@toshi.ge ან, დაგვიკავშირდით მითითებულ ტელეფონის ნომერზე: 551380022
|