იტალიური რესტორანი "მილანური ბისტროს" პეკინის ფილიალი აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.
ვეძებთ მოტივირებულ, პასუხისმგებლობიან და გამოცდილ კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს სამზარეულოს ეფექტურ მუშაობას და მაღალი ხარისხის სტანდარტების დაცვას.
მოვალეობები:
** კერძების მომზადება დამტკიცებული მენიუს მიხედვით
** პროდუქციის ხარისხისა და ვარგისიანობის ვადების კონტროლი
** სამზარეულოს ყოველდღიური ოპერაციების მართვა შეფ-მზარეულის
მითითებებისა და სტანდარტების შესაბამისად.
** სამზარეულოში სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა
** HACCP-ის სტანდარტების დაცვა
მოთხოვნები:
** იტალიური სამზარეულოს მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება
** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდში მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას.
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს.
სამუშაო ცვლები 5/2 (9 სთ)
ანაზღაურება შეთანხმებით, კვალიფიკაციის შესაბამისად.
მის: პეკინის 8
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე მითითებულ მეილზე და მიუთითოთ პოზიციის დასახელება: bistroground84@gmail.com
გისურვებთ წარმატებას
|