Робота для біженців з України
მუშა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მუშა
მომწოდებელი: ბორან ლაითი
გამოქვეყნდა: 24 ივლისი / ბოლო ვადა: 24 აგვისტო
კომპანია "ბორან ლაითი" დაარსდა 2009 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების, სასოფლო-სამეურნეო ხელსაწყოების, ელექტრო და არაელექტრო სამეურნეო ხელსაწყოების იმპორტისა და გაყიდვების ლიდერი საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: TOLSEN, CROWN, DEWALT, LINUS, SCHPINDEL, KETTLER და ა.შ.

კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება — ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.

ამჟამად კომპანია აცხადებს ვაკანსიას მუშის (დამხმარე თანამშრომლის) პოზიციაზე თბილისში.

ანაზღაურება: 2000 ლარი.
მისამართი: ქ. თბილისი, მარნეულის ქ.N44
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 08:30 - 17:30

მოვალეობები:

** სხვადასხვა სახის ფიზიკური და დამხმარე სამუშაოების შესრულება;
** საწყობში, ობიექტზე ან ოფისში მიმდინარე სამუშაოებში დახმარება;
** ტვირთის გადატანა/დალაგება საჭიროების შემთხვევაში;
** ხელმძღვანელის მითითებების შესრულება;
** სხვადასხვა სამუშაოების შესრულება დღის განმავლობაში.

მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობა და შრომისმოყვარეობა;
** დისციპლინა და პუნქტუალურობა;
** ფიზიკურად მუშაობის მზადყოფნა;
** სწრაფად სწავლისა და ადაპტაციის უნარი.

პირობები:

** სტაბილური სამუშაო;
** მეგობრული გარემო;
** დროული ანაზღაურება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV (ქართულ ენაზე) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: t.okriashvili@borun.ge. პოზიციის სახელწოდება მიუთითეთ ელფოსტის სათაურში, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე