"ისტორიის ცენტრი აბიტურიენტებისთვის (იცა)" აცხადებს ვაკანსიას მასწავლებლის პოზიციაზე შემდეგ საგნებში: "მათემატიკა" "ინგლისური ენა" და "ქართული ენა და ლიტერატურა".
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ივ. ტურგენვის 5, მეტრო მარჯანიშვილთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია უმაღლესი განათლება კონკრეტული პროფესიის განხრით;
** აუცილებელია აბიტურიენტებთან მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მოამზადოს მოსწავლეები ეროვნული გამოცდებისთვის;
** დაამყაროს კონსტრუქციული ურთიერთობა მოსწავლეებთან;
გასაუბრება მოიცავს 3 ეტაპს:
** CV გადარჩევა
** გასაუბრება
** ტესტირება
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე 20.06.2026-მდე (СV) ელ. მისამართზე ica.centre2020@gmail.com და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
|