Робота для біженців з України
ლანდშაფტის მოვლის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლანდშაფტის მოვლის მენეჯერი
მომწოდებელი: უნ 1
გამოქვეყნდა: 24 ივლისი / ბოლო ვადა: 09 აგვისტო
შპს "უნ 1" აცხადებს ვაკანსიას ლანდშაფტის მოვლის მენეჯერის პოზიციაზე.

ვეძებთ გამოცდილ კადრს რომელიც პასუხისმგებელი იქნება საცხოვრებელი კომპლექსის გამწვანებული ტერიტორიის პროფესიონალურ მოვლაზე - სეზონური სამუშაოების დაგეგმვასა და ორგანიზებაზე, მცენარეთა ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე, ავტომატური სარწყავი სისტემის მართვასა და დამხმარე მებაღის ყოველდღიურ კოორდინაციაზე.

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი). ამ პერიოდის განმავლობაში შეფასდება კანდიდატის პროფესიული ცოდნა, სამუშაოს ხარისხი, პასუხისმგებლობა და ორგანიზების უნარი.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დრო:
ორშაბათი-შაბათი 10:00 - 19:00
ანაზღაურება: შეთანხმებით;

ძირითადი მოვალეობები:

** გამწვანებული ტერიტორიის ყოველდღიური მონიტორინგი;
** ხეების, ბუჩქების, დეკორატიული მცენარეებისა და გაზონის პროფესიონალური მოვლა;
** სეზონური სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება;
** გაზონის მოვლის სრული ციკლის მართვა (თიბვა, განოყიერება, აერაცია, სკარიფიკაცია და სხვა);
** ავტომატური სარწყავი სისტემის მართვა, პროგრამირება და ყოველდღიური კონტროლი;
** სარწყავი სისტემის მცირე ტექნიკური გაუმართაობების დამოუკიდებლად აღმოფხვრა;
** მცენარეთა დაავადებებისა და მავნებლების დროული აღმოჩენა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;
** მცენარეთა დაცვისა და განოყიერების პროცესების ორგანიზება;
** სამუშაოების დაგეგმვა და რესურსების ეფექტიანი გამოყენება;
** ტერიტორიის მაღალი ვიზუალური ხარისხის უზრუნველყოფა;
** დამხმარე მებაღის სამუშაოს დაგეგმვა, კოორდინაცია და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამწვანების მოვლის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** ხეებისა და ბუჩქების მოვლის პროფესიული ცოდნა;
** დეკორატიული მცენარეებისა და გაზონის მოვლის გამოცდილება;
** ავტომატური სარწყავი სისტემების პრაქტიკული ცოდნა;
** სარწყავ პროგრამატორებთან მუშაობის გამოცდილება;
** მცენარეთა დაავადებებისა და მავნებლების ამოცნობის უნარი;
** სასუქებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენების ცოდნა;
** მცირე ტექნიკური სამუშაოების დამოუკიდებლად შესრულების გამოცდილება.

სასურველია: B კატეგორიის მოქმედი მართვის მოწმობა.

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** პრობლემების სწრაფად აღმოჩენისა და გადაჭრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობისა და ხელმძღვანელობის უნარი;
** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

თუ გაქვთ შესაბამისი გამოცდილება და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: info.jiqiahouse@gmail.com

დოკუმენტების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 9 აგვისტო.

გთხოვთ, ელფოსტის თემის (Subject) ველში მიუთითოთ: (ლანდშაფტის მოვლის მენეჯერი).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე