Робота для біженців з України
მდივან-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მდივან-ოპერატორი
მომწოდებელი: სალო
გამოქვეყნდა: 24 ივლისი / ბოლო ვადა: 24 აგვისტო
სადისტრიბუციო კომპანი შპს "სალო" აცხადებს ვაკანსიას მდივან-ოპერატორის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ლილოს დასახლება კვარტალი N2
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება.
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
** სასურველია პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ქსელური მაღაზიების ზედნადებების გაწერა
** დაბრუნებული პროდუქციის ზედნადების ატვირთვა
** კადრების აღრიცხვიანობა
** ძირითადი საოფისე საკითხების ორგანიზება

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოწესრიგებული, ენერგიული და დისციპლინირებული;
** ადვილად ათვისების უნარი; დავალებებისთვის თავის ადვილად გართმევის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** შრომისმოყვარე, ორგანიზებული და მოტივირებული
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე: gburdulivc@gmail.com მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე