Робота для біженців з України
უფროსი მოლარე - გურჯაანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი მოლარე
მომწოდებელი: ჯიბე cash & carry
გამოქვეყნდა: 24 ივლისი / ბოლო ვადა: 22 აგვისტო
კომპანია "ჯიბე Cash & Carry", გურჯაანის ფილიალი, აცხადებს ვაკანსიას უფროსი მოლარის პოზიციაზე.

ჯიბე "Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს

სამუშაო გრაფიკი: 12:00-20:00
ანაზღაურება: 1400 ₾

უფროსი მოლარეს ფუნქცია-მოვალეობები:

** სალარო ოპერაციების სწორად წარმოების, პროგრამული გატარებებისა და მომხმარებელზე გაცემული პროდუქციის შესაბამისობის მონიტორინგი;
** იურიდიული პირებისათვის დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა;
** სამუშაო დღის ბოლოს სალაროების დახურვის პროცესის უზრუნველყოფა;
** მაღაზიის ძირითად სეიფში არსებული ნაშთის ინკასირება ბანკის მიერ მოვლინებულ შესაბამის ჯგუფთან;
** ფინანსური განყოფილებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდების ორგანიზება შესაბამის ვადებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია Apex-ში (ან მონათესავე პროგრამაში) მუშაობის გამოცდილება;
** სასურსათო ქსელში, მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@Jibe.ge

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ტელ: +995 557 30 61 69

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/AMQkGBsb
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე