Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=739707&print=yes&view=jobs
 
ასისტენტი საგადასახადო დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ასისტენტი საგადასახადო დეპარტამენტში
მომწოდებელი: Cora Consulting
გამოქვეყნდა: 23 ივლისი / ბოლო ვადა: 23 აგვისტო
"Cora Consulting" აცხადებს ვაკანსიას: ასისტენტი საგადასახადო დეპარტამენტში.

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საგადასახადო აუდიტის პროექტის დაგეგმვასა და ეფექტურად მართვაში მონაწილეობის მიღება;
** ბუღალტრული აღრიცხვის მდგომარეობის შემოწმება, მოქმედ კანონმდებლობასთან შედარება, საგადასახადო რისკების იდენტიფიცირება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
** აუდიტის პროცესში საჭირო დოკუმენტების მოთხოვნა/შესწავლა;
** საგადასახადო კონსულტაციების წარმოება

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან/და ფინანსების/აუდიტის მიმართულებით;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის საბაზისო დონეზე ცოდნა;
** ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსების/ბუღალტერიის მიმართულებით;
** ძლიერი ანალიტიკური უნარები და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ვადებთან მუშაობის უნარი;
** MS Excel-ის კარგი ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა პროფესიულ დონეზე;
** გუნდური მუშაობისა და პროფესიული განვითარების სურვილი;

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** მუშაობა სტაბილურ გარემოში;

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: mariam.ghonghadze@cora.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია