კომპანია "SMG" (Safety Management Group) 2019 წლიდან სთავაზობს პარტნიორებს შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვასა და მართვას, HACCP-ის სისტემის შემუშავებას, სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვას, შრომითი უფლებების სისტემის გამართვას, ასევე შესაბამის საკონსულტაციო მომსახურებებსა და ტრენინგებს.
დღეს კომპანია სარგებლობს 500-მდე პარტნიორის ნდობით. ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიზანია პარტნიორი ორგანიზაციებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა, შრომის უსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლება და პოტენციური რისკების იდენტიფიცირება.
მეტი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს:
https://smgroup.ge/
https://www.facebook.com/share/18NC7d6tjL/?mibextid=wwXIfr
"SMG" ეძებს გუნდის ახალ წევრს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი 10:00-18:00 სთ
ჩვენ გთავაზობთ: კოლეგიალურ, ურთიერთ პატივისცემაზე აშენებულ სამუშაო გარემოს, დაკომპლექტებულს დარგის მოწინავე პროფესიონალებით, რომლებიც მზად არიან გააზიარონ ცოდნა და გამოცდილება. ჩვენთან დაგხვდებათ პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე (СV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@smgroup.ge; სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებებს!
|