Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=739694&print=yes&view=jobs
 
ინფრასტრუქტურული პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინფრასტრუქტურული პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: ნიუ ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 23 ივლისი / ბოლო ვადა: 23 აგვისტო
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსია ინფრასტრუქტურული პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი!

სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის მიმართულებით გამოცდილება;
** შესყიდვის მიმართულებით უცხოელ იმპორტიორებთან თანამშრომლობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის გამართული წერითი და ვერბალური უნარები;
** Microsoft Office-ის პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

ძირითადი ფუნქციები:

** ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა, კოორდინაცია და შესრულების მონიტორინგი;
** კომპანიის საჭიროების შესაბამისად ინფრასტრუქტურულ და ტექნიკურ პროექტებში შესყიდვების უზრუნველყოფა;
** დანადგარების, სამედიცინო აპარატურის, სამშენებლო მასალებისა და სხვადასხვა მომსახურების შესყიდვის დაგეგმვა და განხორციელება;
** მომწოდებლებთან კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოება;
** სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების დაგეგმარება და შესაბამისი დოკუმენტაციის (ფორმა N1) მომზადება.

პიროვნული თვისებები:

** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 23.08.2026-მდე ელ.მისამართზე vacancy@newhospitals.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია