Робота для біженців з України
აღმასრულებელი დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აღმასრულებელი დირექტორი
მომწოდებელი: Or Avner School
გამოქვეყნდა: 23 ივლისი / ბოლო ვადა: 23 აგვისტო
კერძო საგანმანათლებლო სკოლა ა (ა)იპ ორ ავნერ და ჰანა აცხადებს ვაკანსიას აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე.

აღმასრულებელი დირექტორის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მართავს საგანმანათლებლო და სასწავლო პროცესს
** ანაწილებს მოვალეობებს დაქვემდებარებულ პერსონალს შორის და გასცემს მითითებებსა და დავალებებს.
** ყოველდღიურად ატარებს ღონისძიებებს სკოლაში დისციპლინის განმტკიცებისა და სასკოლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით.
** კოორდინაციას უწევს საგანმანათლებლო და სასწავლო პროგრამების განხორციელებას.
** ამზადებს პედაგოგთა დატვირთვის განრიგებსა და ხელფასების კლასიფიკაციის ცხრილებს.
** ორგანიზებას უწევს საქმიანობას, რათა უზრუნველყოს ყველა რესურსის ეფექტიანი გამოყენება მოსწავლეთა კეთილდღეობისთვის.
** დირექტორს წარუდგენს წინადადებებს სკოლის სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით.
** ხელს უწყობს პედაგოგიური პერსონალის პროფესიულ განვითარებას, მათ შორის — სხვადასხვა სახის ტრენინგებისა და ღონისძიებების დაგეგმვას.
** ორგანიზაციული მართვის სტრუქტურის შესაბამისად, ხელმძღვანელობს დაქვემდებარებული პერსონალის საქმიანობას.
** ზედამხედველობას უწევს დამრიგებლის პროგრამის განხორციელებას და უზრუნველყოფს მის შესრულებას დადგენილი მიზნების შესაბამისად.
** ახორციელებს მოსწავლეთა არასაპატიო მიზეზით გაცდენებისა და დაგვიანებების ყოველდღიურ მონიტორინგს.
** მოვალეობებისა და ამოცანების შესასრულებლად, დირექტორის დავალებით, ახორციელებს კომპეტენციის ფარგლებში გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს
** ამყარებს და ინარჩუნებს კონსტრუქციულ კომუნიკაციას მოსწავლეთა მშობლებთან.
** კოორდინაციას უწევს არაფორმალური განათლების სფეროში მიმდინარე აქტივობებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (მაგისტრის ხარისხი სასურველია);
** ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** განათლების სფეროში ან კერძო ორგანიზაციის მართვის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
** ლიდერული, მოლაპარაკების, კომუნიკაციისა და გადაწყვეტილების მიღების უნარები;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური ენის /რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

ანაზღაურება: 2500 ლარი (დარიცხული)
მდებარეობა: ქ.თბილისი, ორთაჭალა, კრწანისის ქ.N14
საკონტაქტო: 555730770;

დაინტერესების შემთხვევაში CV გამოგვიგზავნეთ აღნიშნულ

ელ-ფოსტა: tsankashvilimariam@gmail.com | school@oravner.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე