შპს "დრინქ ჯოი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. კომპანია სპეციალიზირებულია გამაგრილებელი სასმელების წარმოებასა და რეალიზაციაში, ეძებს მოტივირებულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს.
ვაკანსიის დეტალები: გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00 -19:00
მოვალეობები:
** კომპანიის პროდუქციის ახალ სავაჭრო ობიექტებზე წარმოდგენა;
** პოტენციურ ობიექტებზე ადგილზე მისვლა, შეხვედრების დანიშვნა და მოლაპარაკებების წარმართვა;
** არსებულ პარტნიორებთან ურთიერთობის და არსებული შეკვეთების მენეჯმენტი;
** ბაზრის მონიტორინგი და კონკურენტების ანალიზი
მოთხოვნები:
** აუცილებელია, 2+ წელი გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია FMCG მიმართულებით);
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV მისამართზე: sales@drinkjoy.store
|